კოგანის სინდრომი

mother-taking-care-child-with-head-lices

კოგანის სინდრომი იშვიათი, ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც  აზიანებს თვალსა და შიდა ყურს. იგი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს.  ითვლება, რომ დაავადება არის ორგანიზმის აუტოიმუნური რეაქციის შედეგი, ასევე, პაციენტების დაახლოებით 10-30%-ს  აქვთ მძიმე სისტემური ვასკულიტი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას-აორტიტს! 
 რიგ შემთხვევებში დაავადება  ვითარდება გარკვეული ინფექციის შემდეგ. გავრცელებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე ხშირად გხვდება 20 დან 30 წლამდე ინდივიდებში.

გავრცელებული სიმპტომები:

  • თვალების სიწითლე და ტკივილი, დაქვეითებული ან ბუნდოვანი მხედველობა, ჰიპერ მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გადაჭარბებული ცრემლდენა;
  • სმენის დაქვეითება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს წნევის ან ხმაურის შეგრძნებები ყურებში;სენსორული სმენის დაქვეითება, ტინიტუსი.
  • ვერტიგო და ზოგადი თავბრუსხვევა;
  • წონასწორობის დაცვის სირთულე;
  • კუნთების , სახსრების და თავის ტკივილი,
  •  მაღალი ტემპერატურა და წონაში კლება;
  •  გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები-.გულის დიასტოლური შუილი.

ადრეული დიაგნოსტიკა
 მნიშვნელოვანია სმენისა და მხედველობის დაკარგვის რისკების შესამცირებლად. კოგანის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს რემისიის პერიოდები, შესაბამისად მოითხოვს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას.
საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ოჯახის წევრებისა და მეგობრების ასევე სხვა მხარდამჭერი ჯგუფების თანადგომა, მნიშვნელოვნად ეხმარებათ ამ სინდრომის მქონე ადამიანებს დაავადებით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში.

 

 დაავადების მკურნალობა
პაციენტისთვის მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგისა და ოტოლარინგოლოგის შეფასება და დასკვნა. .მკურნალობის გარეშე, შეიძლება მოხდეს  მხედველობის და სმენის ტოტალური დაკარგვა. თერაპია  ჩვეულებრივ მოიცავს კორტიკოსტეროიდებს (ადგილობრივს და სისტემურს).

Spread the love

Tell us what you think