თუ ბავშვს ჩაძინების სირთულეები აქვს...

Top view of thoughtful little girl lying in bed with alarm clock, looking aside

ხარისხიანი ძილი უმნიშვნელოვანესია  ბავშვის განვითარებისთვის, თუმცა ძილის სირთულეები საკმაოდ ხშირია და მათი მოგვარება ზოგჯერ ძილისპირულ რუტინაში შეტანილ მცირე ცვლილებებსაც შეუძლიათ. გაეცანით ჩვენს მარტივ და ეფექტურ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც ბავშვებს ჩაძინებაში ეხმარებათ. 
მოარგეთ აღნიშნული რეკომენდაციები თქვენი შვილის ასაკსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებს:

  1. დააძინეთ და გააღვიძეთ ერთსა და იმავე დროს. 
  2. დაძინებამდე 1 საათით ადრე მოარიდეთ ბავშვი მასტიმულირებელი აქტივობებს, სატელევიზიო შოუებისა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისა თუ მულტფილმების ყურებას; ამის ნაცვლად შესთავაზეთ კითხვა, გაფერადება ან შედარებით წყნარი თამაშები. 
  3. შეიმუშავეთ დაძინებამდელი რუტინა, რომელიც სხეულის მოდუნებას და დაძინებისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს, მსგავსი რუტინის რეკომენდებული ხანგრძლივობა დაახლოებით 20-30 წუთია.
  4. Დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოერიდეთ ბავშვისთვის კოფეინის შემცველი პროდუქტების მიცემას. 
  5. მოერიდეთ დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ბავშვისთვის საკვების დიდი ულუფის მიწოდებას. 
  6. დაძინებამდე ჩაეხუტეთ ბავშვს (თუკი, ბავშვში ეს არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს)
  7. დარწმუნდით, რომ ბავშვი საწოლში კომფორტულად გრძნობს თავს, მაგალითად,  ხომ არ ზღუდავს ბავშვის მოძრაობას საბანი ან ზეწარი? საძინებელში არსებული ტემპერატურა ხომ არ არის ძალიან დაბალი ან პირიქით, მაღალი? 
  8. საჭიროების შემთხვევაში, მიეცით ბავშვს საშუალება დაიძინოს საყვარელ რბილ სათამაშოსთან ან რამე სხვა ნივთთან, მაგალითად გადასაფარებელთან ერთად. 2 წლამდე ასაკში გაითვალისწინეთ უსაფრთხო ძილის წესები.
  9. თუ ბავშვს აქვს სიბნელესთან დაკავშირებული შიში, შეგიძლიათ შესთავაზოთ საწოლთან ფანრის განთავსება, ან რაიმე უსაფრთხო ნივთი, რომლის გამოყენებითაც “მონსტრებთან” გამკლავებას შეძლებს საჭიროების შემთხვევაში.  
  10. Ბავშვების ნაწილი უფრო ადვილად ახერხებს ჩაძინებას წყნარი მუსიკის ან ე.წ. თეთრი ხმაურის ფონზე. 
Spread the love

Tell us what you think