თავისუფალი დროის მნიშვნელობა ბავშვებისთვის

Kids, children running on green meadow, forest

მოზრდილებს ესმით სტრესული სამუშაო კვირის შემდეგ თავისუფალი დროის და დასვენების აუცილებლობა. ამ მხრივ ბავშვები არაფრით განსხვავდებიან მოზრდილებისგან. თავისუფალი, არასტრუქტურირებული დროის მიცემა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს სხვადასხვა უნარის განვითარებას. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი თამაშობდეს უფროსის ზედამხედველობის გარეშე
თავისუფალი დროის აქტივობები, როგორც წესი, არ არის გაწერილი უფროსების მიერ და საჭიროა ინიციატივა ბავშვის მხრიდან. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ეს არის შესაძლებლობა გახდენენ უფრო თავდაჯერებულები და გაიუმჯობესონ საკუთარი თავის მართვის უნარები, იყვნენ უფრო კრეატიულები, გამოიჩინონ ინიციატივა და ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს სათანადოდ. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თავისუფალი დრო მათ დამოუკიდებლობისა და თვითრეფლექსიის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო მეტად ბედნიერები შაბათ-კვირას არიან. რატომ? შაბათ-კვირას ადამიანები, როგორც წესი, თავად ირჩევენ აქტივობებს, ატარებენ დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც მოსწონთ და თავიდან იშორებენ სამუშაო კვირის პასუხისმგებლობებს.
და მაინც, რა შეიძლება გამოიწვიოს გადატვირთულმა გრაფიკმა?

    •  გაზარდოს სტრესი და შფოთვა როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა შფოთვასთან დაკავშირებული აშლილობები, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ გადატვირთული გრაფიკია.

 

    • დაუტოვოთ ბავშვებს ნაკლები დრო საშინაო დავალების შესასრულებლად და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის ნაკლებობა, რაც თავის მხრივ აისახება ზოგადად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე.

 

    • შეამციროს დროის ის ხანგრძლივობა, რომელსაც ბავშვი ოჯახთან  ერთად ატარებს.

 

    • ასევე, თავისუფალი დროის ნაკლებობის გამო, ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ თანატოლებთან  მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

 

Spread the love

Tell us what you think