ჩვენი ინიციატივები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს სპეციფიკური პროგრამებით, ვინაიდან ისინი არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ჩვენს შორის. ბავშვები არიან პირები, ვისზეც ყველაზე მეტად მოქმედებს გარემო. ეს განსაკუთრებით ნათელია, როდესაც ისინი იწყებენ ცხოვრებას სპეციალური საჭიროებებით, რომელიც ითხოვს ზრუნვას და მხარდაჭერას, როგორც ოჯახში, ასევე მის გარეთ.
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი
მაკ ჯორჯია-ს ოკუპაციური თერაპევტები აწარმოებენ ვიზიტებს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში და სთავაზობენ მათ ინდივიდუალურ შეფასებებს, რეკომენდაციებს სათანადო პოზიციონირებისთვის, კვების თავისებურებებსა თუ ფუნქციური უნარების განმავითარებელი თამაშების წარმართვის ტექნიკებზე. აღნიშნულის დახმარებით, აღმზრდელები იუმჯობესებენ მიდგომებს, სწავლობენ ადაპტირებადი მასალების გამოყენებას და დამოუკიდებელი კვების ან ჩაცმისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში დახმარებას - მინიმალური მხარდაჭერით.
კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი
კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მაკ ჯორჯია-ს ოკუპაციური თერაპევტები სთავაზობენ სამუშაო შეხვედრებს აღმზრდელებისა და სხვა პროფესიონალებისთვის. ჩვენი პრიორიტეტია გუნდის გადამზადება, რომ მოახდინონ უნარებზე დაფუძნებული საჭიროებების იდენტიფიცირება და მიიღონ ცოდნა იმ სტრატეგიებისა და ტექნიკების შესახებ, რომლებიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარების საშუალებას მისცემს ბავშვებს. .
Tell us what you think