ჩვენი ბორჯომის დღის ცენტრის წამოწყება
ჩვენ გვჯერა რომ ბავშვებს აქვთ უფლება მიიღონ მაღალკვალიფიციური სერვისები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას სამომავლო ცხოვრებისათვის. თბილისსა და რეგიონებში, ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ბავშვი უნდა იყოს უფლებამოსილი რომ მიაღწიოს მიზანს მაქსიმალურად, მიღწევადი დამოუკიდებლობა. ასეთი გაძლიერება იწყება პროექტებით, რომლებიც ჩვენში დამკვიდრებულ პრაქტიკებზე უარს ამბობენ და უზრუნველყოფენ ინოვაციური, კულტურული წამოწყებებით, რომლებიც ნერგავენ ახალ სტანდარტებს.
ჩვენ შევცვალეთ რეალობა
პირველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე გათვლილი დღის ცენტრი ბორჯომში გაიხნა 2018 წლის იანვარში. ახალ აღჭურვილს გარემოში ოცდა ათი (30) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6-დან 18 წლამდე ბავშვი. მიიღებს უფასო სერვისს, რომელიც მოიცავს საკვებს და ტრანსპორტირებას (ცენტრში და ცენტრიდან). იმის გამო რომ ეს არის რეგიონში მსგავსი ტიპის პირველი დღის ცენტრი, ის მაგალითი იქნება სხვა ცენტრებისთვის სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, იმის წარმოდგენით, როგორ შეიძლება დღის ცენტრის სერვისების ისე გაუმჯობესება რომ მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.
ჩვენ ვმუშაობთ ერთად
დაფინანსებულია „Bulgarian Development”-ის დახმარებით და შესრულებულია UNICEF-ის დახმარებით, MAC-მა განაახლა და აღჭურვა ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და შშმ პირთათვის უმაღლესი ხარისხის ხელმისაწვდომობას. დიზაინი და არსებული ნივთები უზრუნველყოფს ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების ხელშეწყობას. მდგრადობა და მიმდინარე განვითარება უზრუველყოფილია საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ, როგორც ადგილობრივი თვითმართველობა. ცენტრს მართვას არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსდ რეალური ცვლილებებისთვის“ (TRC), სამინისტროს მიერ აღიარებული, როგორც ბორჯომის დღის ცენტრის ოფიციალური სერვის მიმწოდებელი.
ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს
MAC პროაქტიულად ახორციელებდა შემდეგ ღონისძიებებს ბორჯომსა და მის მიმდებარე რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის პირველი დღის ცენტრის მომსახურების ჩამოყალიბებაში:
• დღის ცენტრის სპეციალისტები არიან სერტიფიცირებულები, თითოეულმა გაიარა 116 საათიანი ტრენინგი;
• ხელმისაწვდომობისა და მეგობრული სწავლების გარემოს უზრუნველსაყოფად ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საუკეთესო პრაქტიკული აღჭურვილობის მომარაგების ჩათვლით.
• ადგილობრივი სოციალური მუშაკებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროვაიდერები გადამზადდნენ განსაკუთრებული ინტერვენციების ტექნიკებსა და ეთიკური საკითხებში, რომლებიც თავს იჩენს მშობლებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
ცენტრი თანამშრომლობს საჯარო სკოლებთან და ადგილობრივ მასწავლებლებთან რათა უზრუნველყონ ბავშვის ინდივიდუალური პროგრესი გაზიარებული ხედვით.
Tell us what you think