რეკომენდაციები მამებისთვის

Single caucasian dad and child boy play and laugh together. Father and son playing with a kite and having fun on summer park outdoor. Curly toddler boy has a glasses.

აღსანიშნავია, რომ კარგი მამობის კრიტერიუმები  დროის მიხედვით იცვლება. გამოცდილებაზე დაფუძნებულმა პრაქტიკამ გამოკვეთა ის აუცილებელი პირობები, რომელსაც მამა (ისევე, როგორც დედა) უნდა უქმნიდეს ბავშვს, მისი ემოციური კეთილდღეობისთვის. ესენია:

  • ყოველდღიურად გარკვეული დროის გატარება ბავშვთან. ეს დრო შეიძლება დაეთმოს თამაშს,  ზღაპრების კითხვას, ერთად სეირნობას, კომუნიკაციას, ფილმის ერთად ყურებას,  კერძის ერთად მომზადებას... 
  • სიყვარულის შეხსენება - ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც სიტყვიერად, ასევე ჟესტით, სახალისო ქცევით, მაგალითად: საჭმლის გულის ფორმით დალაგება, ბავშვის გაცინების მცდელობები, პატარა სიურპრიზის გაკეთება...
  • შვილის მიღება მისი რეალური შესაძლებლობებით და ხელშეწყობა, რომ განივითაროს მისი პოტენციალი.
  • ზრუნვის და პატივისცემის გამოხატვა ბავშვის დედის მიმართ. 

საინტერესო ფაქტები მამაზე:

  • როცა მამა ჩართულია ბავშვის სწავლების/ განათლების პროცესში, ბავშვები ნაკლებად ავლენენ პრობლემურ ქცევებს სკოლაში და აუმჯობესებენ აკადემიურ მიღწევას.
  • 1970 წლიდან, მსოფლიოში მამების მხრიდან შვილებთან გატარებული დრო გასამმაგებულია
  • მამებს, რომლებიც ყოველდღიურად ხარისხიან  დროს ატარებენ შვილებთან თამაშის, სეირნობის თუ მეცადინეობის კუთხით, ნივთიერებაზე (სიგარეტი ალკოჰოლი..) დამოკიდებულებულების სურვილი უმცირდებათ.
  • ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი მამის განათლების დონე 3-ჯერ მაღალი ალბათობით განაპირობებს შვილის წარმატებას, ვიდრე დედის.
  • მამები, რომლებიც მეუღლესთან იზიარებენ  საყოფაცხოვრებო საქმიანობებს,  მეტად მიზანდასახული და აქტიური გოგონები ჰყავთ. 

მსოფლიოში ბევრი მამაა, მაგრამ ცოტა “მამიკო”. 

Spread the love

Tell us what you think