რეკომენდაციები მამებისთვის
აღსანიშნავია, რომ კარგი მამობის კრიტერიუმები დროის მიხედვით იცვლება. გამოცდილებაზე დაფუძნებულმა პრაქტიკამ გამოკვეთა ის აუცილებელი პირობები, რომელსაც მამა (ისევე, როგორც დედა) უნდა უქმნიდეს ბავშვს, მისი ემოციური კეთილდღეობისთვის. ესენია:
- ყოველდღიურად გარკვეული დროის გატარება ბავშვთან. ეს დრო შეიძლება დაეთმოს თამაშს, ზღაპრების კითხვას, ერთად სეირნობას, კომუნიკაციას, ფილმის ერთად ყურებას, კერძის ერთად მომზადებას...
- სიყვარულის შეხსენება - ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც სიტყვიერად, ასევე ჟესტით, სახალისო ქცევით, მაგალითად: საჭმლის გულის ფორმით დალაგება, ბავშვის გაცინების მცდელობები, პატარა სიურპრიზის გაკეთება...
- შვილის მიღება მისი რეალური შესაძლებლობებით და ხელშეწყობა, რომ განივითაროს მისი პოტენციალი.
- ზრუნვის და პატივისცემის გამოხატვა ბავშვის დედის მიმართ.
საინტერესო ფაქტები მამაზე:
- როცა მამა ჩართულია ბავშვის სწავლების/ განათლების პროცესში, ბავშვები ნაკლებად ავლენენ პრობლემურ ქცევებს სკოლაში და აუმჯობესებენ აკადემიურ მიღწევას.
- 1970 წლიდან, მსოფლიოში მამების მხრიდან შვილებთან გატარებული დრო გასამმაგებულია
- მამებს, რომლებიც ყოველდღიურად ხარისხიან დროს ატარებენ შვილებთან თამაშის, სეირნობის თუ მეცადინეობის კუთხით, ნივთიერებაზე (სიგარეტი ალკოჰოლი..) დამოკიდებულებულების სურვილი უმცირდებათ.
- ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი მამის განათლების დონე 3-ჯერ მაღალი ალბათობით განაპირობებს შვილის წარმატებას, ვიდრე დედის.
- მამები, რომლებიც მეუღლესთან იზიარებენ საყოფაცხოვრებო საქმიანობებს, მეტად მიზანდასახული და აქტიური გოგონები ჰყავთ.
მსოფლიოში ბევრი მამაა, მაგრამ ცოტა “მამიკო”.
Spread the love
Tell us what you think