რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი?

თანამედროვე ხედვით, ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს. ეს ფაქტორებია

  • თავად  ადამიანის, პიროვნების ფაქტორი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური  კომპონენტებისგან შედგება 
  • იმ გარემოს თავისებურებები, სადაც ცხოვრობს ადამიანი. 


იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამომწვევ მიზეზად ადამიანის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები ითვლება, ამ ხედვას ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომას უწოდებენ. 
ბიოლოგიური ფაქტორებია: ადამიანის სხეულის და ორგანიზმის ფუნქციები. მაგ. მოტორული ფუნქცია, სმენის ფუნქცია, მხედველობის ფუნქცია. 
ფსიქოლოგიური ფაქტორებია: ადამიანის აზროვნების და ინფორმაციის გადამუშავების თავისებურებები, თვითშეფასება, მოტივაცია და სხვ. 
სოციალური ფაქტორებია: გარემოში არსებული ბარიერები და რესურსები, როგორიცაა სხვა ადამიანების დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური; კანონმდებლობა, რომლებიც შეიძლება იყოს  მხარდამჭერი ან დისკრიმინაციული; ფიზიკური გარემო, რომელიც შეიძლება  ქმნიდეს ბარიერებს (მაგ. არაადაპტირებული სკოლა, ტრანსპორტი), ან ხელს უწყობდეს ადამიანს (მაგ. პანდუსი, ლიფტი, უსინათლოთათვის ბილიკი). 
შეზღუდული შესაძლებლობის ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი აერთიანებს  შეზღუდული შესაძლებლობის ორი უკიდურეს მოდელს - სამედიცინო და სოციალური მოდელს.   
შეგახსენებთ: 
სამედიცინო მოდელის თანახმად:  ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას იწვევს დაზიანება და დარღვევა, რომელსაც ადამიანი განიცდის; ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა შემცირდება, თუკი სამედიცინოო ჩარევის და მკურნალობის შედეგად შეიცვლება ადამიანი; ადამიანის მდგომარეობის პროგრესი თავად მისი ორგანიზმის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. 
სოციალური მოდელის თანახმად: ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას იწვევს იმ გარემოში არსებული ბარიერები სადაც ის ცხოვრობს; იმისათვის, რომ შემცირდეს ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობა, უნდა შეიცვალოს გარემო; ადამიანის  მდგომარეობის პროგრესი ფიზიკური და სოციალური გარემოს ცვლილებაზეა დამოკიდებული.
ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა დაფუძნებულია ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, სამედიცინო და სოციალური მოდელების ინტეგრაციაზე.

Spread the love

Tell us what you think