Რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს?

close-up-cute-kid-sleeping

საჭირო ძილის ხანგრძლივობა გარკვეულწილად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის როგორც ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ისე მისი ცხოვრების სტილზე. თუმცა ძილის პატერნის თვალსაზრისით არსებობს ასაკობრივი სხვაობები. ქვემოთ მოცემულია რამდენ ხანს უნდა ეძინოთ დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად:

  • 4 თვიდან 1 წლამდე: 12-16 საათი
  • 3 დან 5 წლამდე: 10-13 საათი
  • 6 დან 12 წლამდე: 9-12 საათი
  • მოზარდები: 8-10 საათი

 უძილობის შემთხვევაში, ზრდასრულთა უმრავლესობა დაღლილობას განიცდის, თუმცა ბავშვებში ძილის ნაკლებობა განსხვავებული გამოვლინებებითაც ხასიათდება, ესენია: 

  • ქცევითი სირთულეები: ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს იმპულსურობის, ჰიპერაქტიურობისა და აგრესიული ქცევების გამოვლენის ალბათობა.  
  • აკადემიური მოსწრების გაუარესება: ძილის ნაკლებობა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების შემეცნებით ფუნქციებზე. Ძილის ნაკლებობის შემთხვევაში, ბავშვებს უჭირთ ყურადღების კონცენტრირება, პრობლემის გადაჭრა და ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს აკადემიური მოსწრების გაუარესება.
  • ფიზიკური სიმპტომები: ძილის ნაკლებობა ხშირადაა დაკავშირებულია ისეთ ფიზიკურ ჩივილებთან, როგორიცაა თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, ზოგადი დაღლილობა. უძილობა უარყოფითად აისახება იმუნური სისტემაზეც, რაც ბავშვს უფრო უფრო მოწყვლადს ხდის სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
  • ემოციური სირთულეები: არასაკმარისი ძილი ხშირადაა  გაღიზიანებადობისა და გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობის მიზეზი. იგი ასევე ზრდის სხვადასხვა ემოციური სირთულის, მათ შორის შფოთვისა და დეპრესიის ჩამოყალიბების რისკებს. 
  • ფიზიკური ზრდისა და განვითარების შეფერხება: ქრონიკული უძილობა შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვების ზრდა-განვითარებაზე, მათ შორის ჰორმონალურ რეგულაციაზე, ფიზიკურ მომწიფებასა და თავის ტვინის ფუნქციონირებაზე.
Spread the love

Tell us what you think