კონსულტაცია ფსიქოლოგთან / ნეიროფსიქოლოგთან
გაქვთ კითხვები ბავშვის განვითარების შესახებ?
გაიარეთ უფასო დისტანციური კონსულტაცია ფსიქოლოგთან.
დაჯავშნეთ კონსულტაცია, თუკი
ბავშვს აქვს სწავლის და აკადემიური საგნების ათვისების სირთულეები,
ბავშვი ავლენს ასაკის შეუსაბამო ქცევებს,
ბავშვი გამოირჩევა გადაჭარბებული ემოციურობით, შფოთვით ან დაქვეითებული გუნება-განწყობით.
მიიღეთ კვალიფიციური რჩევები და რეკომენდაციები ოკუპაციური თერაპევტისგან.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო, კონსულტაცია გაიმართება ყოველ ორშაბათს, 13:00, 14:00, 15:00, 16:00 საათებზე.
სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით - მობილურის, ვაიბერის ან ზუმის საშუალებით.
ფსიქოლოგთან კონსულტაციის დასაჯავშნად მიყევით ბმულს: https://forms.gle/x28CZzbGsMqT4KN36
რეგისტრაციისას სირთულეების შექმნის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 591 97 99 42.
გაითვალისწინეთ, რომ კონსულტაციაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ რეგისტრაციას და გამოიყენოთ თქვენთვის გამოყოფილი დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსულტაციის მისაღებად ხელახლა მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა.
ჯავშნის დასტურისთვის გთხოვთ დაელოდოთ ტექსტურ შეტყობინებას მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
კონსულტაცია დაფინანსებულია MAC Georgia-ს მიერ, „მაკ ჯორჯია“ მუდმივად ზრუნავს შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მათზე მორგებული სანდო, მაღალკვალიფიციური და ეფექტიანი სერვისების უზრუნველყოფით.
გახსოვდეთ, რომ კონსულტაცია მიზნად ისახავს თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემას და ის ვერ ჩაანაცვლებს ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა შეფასება, რეაბილიტაცია და სხვა.
Spread the love
Tell us what you think