როგორ დავეხმაროთ ბავშვს უსაფრთხოდ წამოდგომის სწავლებაში

2149327992

ბავშვისთვის დამოუკიდებლად წამოდგომა მნიშვნელოვანი ეტაპია, ის აუმჯობესებს ფიზიკურ უნარებს და აძლიერებს თავდაჯერებულობას. იმისთვის, რომ პროცესი გახდეს უსაფრთხო და სასიამოვნო, მიყევით შემდეგ ინსტრუქციებს:

 უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

  • მოაშორეთ იატაკიდან ზედმეტი საგნები, რომლებიც ხელს შეუშლიან ბავშვს გადაადგილებაში, მაგალითად, პატარა ნივთები ან ზედმეტად თხელი ხალიჩა, რომელიც შეიძლება მარტივად ასრიალდეს.
  • განათავსეთ ბალიშები ან მატრასი ბავშვის სიახლოვეს, დაცემის შემთხვევაში ტრავმის თავიდან ასაცილებლად.
  • უზრუნველყავით სტაბილური საყრდენი (დივანი, დაბალი მაგიდა დარბილებული კუთხეებით). მოერიდეთ პლასტმასის ან მსუბუქი ავეჯის გამოყენებას საყრდენად.

სწორად წამოდგომის სწავლება 

  • წაახალისეთ ბავშვი მუხლებზე მდგომი ან ცოცვითი პოზიციიდან წამოდგომისთვის.
  • ასწავლეთ, რომ ერთი ფეხი წინ წამოიღოს, ხელით დაეყრდნოს საყრდენს და ზემოთ წამოიწიოს.
  • წახალისების მიზნით გამოიყენეთ ბავშვის საყვარელი სათამაშო, რომელსაც ოდნავ მაღლა განათავსებთ საყრდენზე.

მხარდაჭერა

  • საჭიროების შემთხვევაში იყავით მის გვერდით ან უკან, უსაფრთხოებისთვის.
  • მსუბუქად შეგიძლიათ დაუჭიროთ წელი ან წამომდგარი ფეხის მუხლი, რათა არ ჩაიკეცოს, მაგრამ არ გადააჭარბოთ დახმარებას - მიეცით ბავშვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად გამოიყენოს ძალა.
  • შეაქეთ სიტყვიერად ყოველი მცდელობის შემდეგ: „ძალიან კარგი! უკვე ფეხზე დგახარ!“, რა კარგად გამოგივიდა“ და ა.შ .

ვარჯიშის ინტენსივობა

  • დაუთმეთ ყოველდღე რამდენიმე წუთი პრაქტიკას. რეგულარული, მოკლე მცდელობები უფრო ეფექტურია, ვიდრე იშვიათი, გრძელი ვარჯიშები.

დამატებითი რეკომენდაციები

თუ ბავშვს აქვს ფიზიკური სირთულეები (კუნთების სისუსტე, კუნთთა მაღალი ტონუსი, ნევროლოგიური მდგომარეობები), აუცილებელია კონსულტაცია ფიზიოთერაპევტთან ან ოკუპაციურ თერაპევტთან.

Spread the love

Tell us what you think