10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლებები და მასთან დაკავშირებული სხვა ცნებები, მაგალითად ღირსება, დამოუკიდებლობა, პატივისცემა და ძალიან აბსტრაქტულია, ამიტომ ბევრი მოზრდილი ფიქრობს, რომ მათ შესახებ საუბარი მხოლოდ უფროსკლასელებთანაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც ემპირიული მონაცემები მიუთითებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც კი შეუძლიათ ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის დაუფლება, თუკი მათთან შესაბამის მეთოდებსა და მიდგომებს გამოვიყენებთ.
-
-
-
- ნებისმიერი საუბარი, თამაში ან აქტივობა, რომელიც ბავშვებში აღვივებს გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემის და ამავე დროს, საკუთარი პიროვნული ღირებულების განცდებს, რეალურად ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რადგან სწორედ ამ განცდების არსებობას ეფუძნება პირველ რიგში აღნიშნული დეკლარაცია.
-
- უფროსი ასაკის ბავშვებთან შეგიძლიათ პირდაპირი სწავლების მეთოდის გამოყენება. წაიკითხეთ და იმსჯელეთ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესახებ, რომელიც მსოფლიოს 50 სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი. ქართულენოვანი ვერსიის ჩამოტვირთა შემდეგი ბმულიდან შეგიძლიათ: https://www.ohchr.org/EN/UDHR/Documents/UDHR_Translations/geo.pdf
-
- ბავშვთან ერთად წაიკითხეთ სხვადასხვა მოთხრობა, ნაწარმოები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ეხება. ხაზი გაუსვით იმას, რომ ერთმანეთის უფლებების დაცვა, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.
-
- განიხილეთ და იმსჯელეთ რეალური ისტორიების შესახებ, რომლებიც ადამიანთა უფლებების დაცვას და აქტივიზმს უკავშირდება.
-
- წაახალისეთ ბავშვი თავად მოიძიოს ინფორმაცია ცნობილი უფლებადამცველების შესახებ და უპასუხოს შემდეგ კითხვებს: რომელ ეპოქაში ცხოვრობდა ან დღემდე ცხოვრებს ესა თუ ის გმირი? რა ტიპის პრობლემა არსებობდა მის ირგვლივ? როგორ დაუპირისპირდა მას? რა შედეგი გამოიღო მისმა ბრძოლამ?
-
-
Spread the love
Tell us what you think