რა განსხვავებაა ბავშვის სამედიცინო მდგომარეობის შეფასებასა და ფუნქციონირების შეფასებას შორის?
ბავშვის სამედიცინო შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკური ნიშნები, დაავადების / მდგომარეობის მოსალოდნელი დინამიკა, ჩატარებული სამედიცინო კვლევები, გაცემული დანიშნულება და სამედიცინო ჩარევა.
ფუნქციონირების შეფასების შედეგად დგინდება, ის, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე და როგორ ფუნქციონირებს ის მოცემულ მომენტში.
ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახვას ინფორმაციას როგორც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ფუნქციონირებაზე.
როგორ ხდება ბავშვის ფუნქციონირების შეფასება?
ბავშვის ფუნქციონირების შეფასების ყველაზე ოპტიმალური გზაა, ბუნებრივ გარემოში (ანუ სახლში, სკოლაში) ბავშვის ფუნქციონირებაზე, მის თვით-მოვლის აქტივობების შესრულებაზე, თამაშის პროცესზე, გადაადგილებაზე დაკვირვება.
თუმცა არსებობს ბავშვის ფუნქციონირების შეფასების სხვა გზებიც, რომელთა შორისაა ინტერვიუს ჩატარება ბავშვის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან. ამ დროს, სპეციალსიტები ხშირად მიმართავენ ამ მიზნით შექმნილ ბავშვის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტებს.
ამ შემთხვევაში, ბავშვის ფუნქციონირების შეფასება ეფუძნება მშობლის ან ბავშვის წარმომადგენლის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ინტერვიუში მონაწილე პირმა ზედმიწევნით აღწეროს:
- როგორ ასრულებს ბავშვი ამა თუ იმ ყოველდღიურ აქტივობას;
- რა სირთულეების ექმნება მას ამ პროცესში;
- რამდენად სჭირდება ბავშვს მხარდაჭერა / დახმარება ამ პროცესში;
- რა დახმარება სჭირდება ბავშვს - დამხმარე პირი, დამხმარე საშუალება, მედიკამენტი;
- რამდენად აუმჯობესებს დახმარება მის ფუნქციონირებას;
- და ა.შ.
ბავშვის ფუნქციონირების შეფასება, ამავდროულად გულისხმობს ბავშვის საჭიროებების გამოვლენას. საჭიროებების შეფასებით დგინდება, ის პრაქტიკული საჭიროებები, რაც ჩნდება ფუნქციონირების სირთულეების გამო.
- მაგ. თუ ბავშვს აღენიშნება მნიშვნელოვანი სირთულეები დამოუკიდებლად დგომისა და გადაადგილების, მას შეიძლება სჭირდებოდეს ელექტრო ეტლი, აბაზანის სკამი, პანდუსი, ფიზიკური თერაპია და სხვ.
- ან, თუ ბავშვს აქვს მხედველობის მნიშვნელოვანი სირთულეები, არის ტოტალურად უსინათლო, მას შეიძლება სჭირდებოდეს პერსონალური ასისტენტი ან გამცილებელი; ბრაილის დაფა, აუდიო წიგნები, ტრენინგი ორიენტაციასა და მობილობაში და ა.შ.
ბავშვისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება ხდება სწორედ იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს აღნიშნულ საჭიროებებზე რეაგირება და მათი დაკმაყოფილება მხარდამჭერი მომსახურებების მიწოდების გზით.
Tell us what you think