რა არის ობსესიურ-კომპულსური აშლილობა?

thoughtful-boy-sitting-desk

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც გავრცელებულია როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში. მას ახასიათებს გადაჭარბებული შფოთვა კონკრეტული მოქმედების ან მოვლენის მიმართ. ამ აშლილობის მქონე ინდივიდებს აქვთ განმეორებითი, აკვიატებული აზრები, რომლებსაც ობსესიებს უწოდებენ. ობსესიები უსიამოვნოა და იწვევენ შფოთვას, რომლის შესამცირებლადაც ადამიანები მიმართავენ გარკვეულ ქმედებებს,რიტუალებს ანუ კომპულსიებს. ეს აზრები და ქმედებები ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
გავრცელებული ობსესიები ბავშვებში:

  • ბაქტერიების ან დაბინძურების შიში;
  • განმეორებითი შფოთვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგალითად დავკეტეთ თუ არა კარი, ხომ არ დარჩა სახლში ჩართული უთო და ა.შ.
  • გარშემომყოფებისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული აზრები;
  • სხვადასხვა საგნის განმეორებით თვლა ან მათზე შეხება, კონკრეტულ ციფრებსა და თანმიმდევრულობაზე ხანგრძლივი ფიქრი;
  • გადაჭარბებული ფიქრი წესრიგზე, სიმეტრიასა და სიზუსტეზე;
  • გამუდმებული ფიქრი იმის შესახებ, რომ რაიმე ცუდი უნდა მოხდეს;
  • აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებული აზრები, იმპულსები.

 

გავრცელებული კომპულსიები:

  • ხელის განმეორებითი დაბანა, მაგალითად დღის განმავლობაში100ჯერ და მეტჯერ. 
  • მრავალჯერადი შემოწმება და გადამოწმება- საკეტების, გაზქურის და სხვ.
  • გარკვეული ხისტი თანმიმდევრობით მოქმედება, მაგ: ტანსაცმლის ჩაცმის ან გახდის დროს. 
  • საგნების დათვლა და გადათვლა
  • საგნების გარკვეული თანმიმდევრობით დალაგება
  • ბგერების, სიტყვების, ციფრების გამეორება
  • ერთი და იმავე შეკითხვის გამეორება

ობსესურ-კომპულსური აშლილობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა პანდემიის პერიოდში, სწორედ ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვაც სწორედ ამ თემას მივუძღვენით. მოუსმინეთ მას და გაიგეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც თქვენი ბავშვის მხარდაჭერაში დაგეხმარებათ: https://www.youtube.com/watch?v=K4mf2rhrCQQ

 

 

Spread the love

Tell us what you think