რას გვასწავლის ნემოს ისტორია და რა ვასწავლოთ ბავშებს?
როგორც მშობლებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეგვიძლია გავუკეთოთ შვილებს, არის, რომ დავეხმაროთ მედეგობის განივთარებაში - უნარი, გაუმკლავდნენ ცხოვრების გარდაუვალ გამოწვევებს და სირთულეების გადალახვის შემდეგ დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას.
მედეგობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს ვხვდებით დისნეის ცნობილ ანიმაციურ ფილმში „ნემოს ძიებაში“.
„ნემოს ძიებაში“ ჩვენ ვეცნობით შიშით აღსავსე მამას - მარლინს, რომელმაც უნდა ისწავლოს, როგორ ენდოს საკუთარ ვაჟს, ნემოს და იწამოს საკუთარი შესაძლებლობები ურთულეს სიტუაციაშიც კი.
რას ნიშნავს მედეგობა?
მედეგობა არ ნიშნავს სირთულეებისგან თავის არიდებას. პირიქით - ეს არის უნარი, რომლის მეშვეობითაც ვუმკლავდებით სტრესულ და ნეგატიურ მოვლენებს. ბავშვებში მედეგობა მოიაზრებს შემდეგს:
- შეცდომებისგან სწავლა და არა დანებება.
- ისეთი ძლიერი ემოციების რეგულაცია, როგორიცაა შიში და იმედგაცრუება.
- დახმარების ძიება საჭიროების შემთხვევაში.
- საკუთარი შესაძლებლობების რწმენა მაშინ, როდესაც რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით.
3 გაკვეთილი მშობლებს ნემოსგან
ოკეანეში მოგზაურობა ბევრ მეტაფორულ მნიშვნელობას ატარებს, რომლებიც სიმბოლურად უკავშირდება დამოუკიდებლობასა და მედეგობის უნარს.
გაკვეთილი 1 - იღბლიანი ფარფლი
დაბადებიდან ნემოს ერთი ფარფლი უფრო მცირე ზომის აქვს. მას მამამისმა,მარლინმა, „იღბლიანი ფარფლი“ შეარქვა. ამ განსხვავებულობის გამო მარლინი ხშირად ზემზრუნველობას იჩენს ნემოს მიმართ.
მაღალი მედეგობის მქონე ბავშვებმა იციან, რომ სრულყოფილება არ არსებობს და განსხვავებულობა ნორმალური და ბუნებრივია. დაეხმარეთ თქვენს შვილს აღმოაჩინოს საკუთარი გამოწვებები. ეს შეიძლება იყოს დასწავლის განსხვავებული უნარი, ფიზიკური მახასიათებელი ან რაიმეს მიმართ ძლიერი შიში. ასწავლეთ, რომ გამოწვევები და სირთულეები არ განსაზღვრავს ჩვენს პოტენციალს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშებს საკუთარი თავის შესწავალსა და ადაპტირების უნარის განვითარებაში და არა ის, რომ ხელოვნურად დავიცვათ ყველა იმ სიტუაციიდან, სადაც შესაძლოა სირთულე შეექმნათ. ნემოს პატარა ფარფლი არ ნიშნავდა ცურვის შეწყვეტას, ის უბრალოდ განსხვავებულად ცურავდა.
გაკვეთილი 2 – „უბრალოდ განაგრძე ცურვა“
დორის გულმავიწყობა, ნამდვილად, დიდი გამოწვევაა, თუმცა მისი დაუოკებელი ოპტიმიზმი ყველაფერს ცვლის. დორის მანტრა, „უბრალოდ განაგრძე ცურვა“, პოზიტიური თვითსაუბრის გამარტივებული ფორმაა - შინაგანი მონოლოგის, რომელიც გვამხნევებს და გვეხმარება შეუპოვრობაში.
როდესაც თქვენს შვილს გაუჭირდება საშინაო დავალების შესრულება, იმედგაცრუება შეიპყრობს საკუთარი გუნდის წაგების გამო ან თავს გარიყულად იგრძნობს, შეახსენეთ დორის სტრატეგია. დაეხმარეთ, რომ ნეგატიური ფიქრები („ამას ვერ შევძლებ“) ჩაანაცვლოს პოზიტიურით („შემიძლია სხვა ხერხი ვცადო“) ან მოუწოდეთ მარტივი მოქმედებებისკენ („ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და დავიწყოთ პირველი ნაბიჯით“).
გაკვეთილი 3 - უსაფრთხო რისკის ძალა
მარლინი მთელი ფილმის განმავლობაში იბრძვის იმისთვის, რომ ნემო გადაარჩინოს. მხოლოდ ფილმის ბოლოს გააცნობიერებს, რომ ნემოს შეუძლია გადაარჩინოს როგორც საკუთარი თავი (აკვარიუმის ფილტრის მწყობრიდან გამოყვანით), ასევე სხვებიც (როდესაც ეხმარება დორის და სხვა თევზებს ბადიდან თავის დაღწევაში).
მედეგობის გამოსამუშავებლად ბავშვებს სჭირდებათ სირთულეებთან გამკლავების ბევრი წარმატებული გამოცდილების დაგროვება. ჩვენ, მშობლებმა, უნდა დავძლიოთ ძლიერი სურვილი - მყისიერად, მათ ნაცვლად გადავჭრათ პრობლემები.. დაეხმარეთ მათ პრობლემის მოგვარების პროცესის წარმართვაში ისე, რომ არ მისცეთ “მზა რეცეპტი,,. რთულია? მარტივი ნამდვილად არ არის. თუკი ჩვენ დავიჯერებთ, რომ ჩვენს შვილებს შეუძლიათ ყოველდღიურ მცირე გამოწვებებთან გამკლავება, მათი თავდაჯერებულობა გაიზრდება. საკუთარი თავის რწმენა კი ნამდვილად დასჭირდებათ მომავალში უფრო დიდ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
დამატებით 3 რჩევა:
-
- დაადასტურეთ მათი ემოციები: გამოსავლის პოვნამდე კომუნიკაცია დაიწყეთ ემპათიის ჩვენებით: „როგორც ვხედავ ახლა ძალიან იმედგაცრუებული ხარ. რთულია, როდესაც ისე არ ხდება რამე, როგორც ჩვენ გვინდა“.
-
- ფოკუსირდით ძალისხმევაზე და არა შედეგზე: წაახალისეთ პროცესი: „ძალიან ბევრი იშრომე, რომ ეს თავსატეხი ამოგეხსნა, შენმა შეუპოვრობამ ნამდვილად გაამართლა“, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ უთხრათ „ძალიან ჭკვიანი ხარ.“
-
- დაეხმარეთ გაცნობიერებაში: დაგეგმეთ საღამო „ნემოს ძიების“ კიდევ ერთხელ საყურებლად (ან შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ანიმაცირი ფილმი). ხმამაღლა აღნიშნეთ პერსონაჟების მედეგობა („ნემომ დიდი სიმამაცე გამოიჩინა, თევზების გადასარჩენად მილში გაძვრომა რომ გარისკა. ის შეშინებულ იყო, მაგრამ მაინც შეძლო ამის გაკეთება“).
გახსოვდეთ, მარტივი, პატარა გამოცდილებებით ჩვენ ვეხმარებით შვილებს განავითარონ შინაგანი სიძლიერე, რათა მოგვიანებით წარმატებით გადაცურონ საკუთარი ოკეანე.
Tell us what you think