მარტივი რჩევები – როგორ წავახალისოთ ბავშვის დამოუკიდებლობა

2149541863

ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი თვითდაჯერებისა და უნარების ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბავშვი რაღაცას აკეთებს მარტო, ეს ნიშნავს, რომ ის სწავლობს პასუხისმგებლობას, იღებს გადაწყვეტილებებს და ეძებს გამოსავალს.

 

  • მიეცით არჩევანის შესაძლებლობა
    პატარა ასაკიდანვე ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. მაგალითად, შესთავაზეთ ორი ტანსაცმელი და თავად აარჩიოს, რომელი ჩაიცვას.
  • შეაქეთ მცდელობა, არა მხოლოდ შედეგი
    როცა ბავშვი ცდილობს რაღაც გააკეთოს, თუნდაც ვერ გამოუვიდეს, შეაქეთ მისი ძალისხმევა. ეს ზრდის მოტივაციას და ამცირებს შეცდომის დაშვების შიშს.
  • მიანიჭეთ პასუხისმგებლობა ასაკის შესაბამისად
    დაიწყეთ მარტივი დავალებებით — საკუთარი ნივთების დალაგება, თეფშის მიტანა მაგიდამდე ან ნიჟარამდე, საწოლის გასწორება თქვენთან ერთად და ა.შ. ეტაპობრივად გაზარდეთ ამოცანების რაოდენობა და სირთულე.
  • მიეცით საკმარისი დრო
    ბავშვს სჭირდება დრო, რომ რაღაც ახალი ისწავლოს. ნუ იჩქარებთ მის ნაცვლად გაკეთებას — მიეცით საკმარისი დრო, თავად სცადოს და იპოვოს გზა ამოცანის შესასრულებლად.
  • შექმენით უსაფრთხო გარემო
    როცა ბავშვი გრძნობს, რომ უსაფრთხო გარემოშია და მის შეცდომას არ მოჰყვება მკაცრი რეაქცია, უფრო თამამად და თავისუფლად სწავლობს დამოუკიდებლობას.

დამოუკიდებლობის წახალისება ყოველდღიური პროცესია. უმჯობესია, ბავშვმა შეასრულოს ყველა ის აქტივობა, რომლის განხორციელებაც თავად შეუძლია, ხოლო უფროსები დავეხმაროთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

Spread the love

Tell us what you think