მალე მივალთ? - როგორ ვუპასუხოთ ბავშვის დაუსრულებელ კითხვებს
ალბათ ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია: მანქანაში ჩაჯდომიდან 5 წუთში უკანა სავარძლიდან ისმის: „კიდევ დიდხანს?“, „მალე მივალთ?“, „უკვე მივედით?“.
თქვენ პასუხობთ: „კიდევ 20 წუთი“, მაგრამ 2 წუთში კითხვა მეორდება. რატომ ხდება ასე? მცირეწლოვან ბავშვებს დროის აღქმის უნარი ჯერ კიდევ არ აქვთ კარგად განვითარებული. მათთვის „20 წუთი“ ისეთივე აბსტრაქტული ცნებაა, როგორც „მარადისობა“.
იმის ნაცვლად, რომ ბავშვს დარჩენილი წუთები დაუსახელოთ, გამოიყენეთ ვიზუალური ორიენტირების ტექნიკა. ასე დრო მათთვის მეტად „ხილვადი“ გახდება.
როგორ გამოვიყენოთ ვიზუალური ორიენტირების ტექნიკა?
- მიეცით „დავალება“: „ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ ახლა შენ ხარ ჩვენი წინამძღოლი! როგორც კი დიდ, წითელ ბენზინგასამართ სადგურს დაინახავ, მითხარი - ეს ნიშნავს, რომ გზის ნახევარი გავიარეთ.“
- გამოიყენეთ სიმღერები: „კიდევ 4 სიმღერას უნდა მოვუსმინოთ და ზუსტად მაშინ მივალთ ბებიასთან.“
- მგზავრობა აქციეთ თამაშად: „მოდი, ვნახოთ ვინ უფრო მეტ წითელ მანქანას დაითვლის სახლში მისვალდე.“
ვიზუალური ორიენტირების ტექნიკა ბავშვს უღვიძებს კონტროლის განცდას. ბავშვი პასიური მგზავრობიდან გადადის „აქტიური დამკვირვებლის“ როლში. მას უკვე აქვს კონკრეტული ნიშანი, რასაც უნდა დაელოდოს. ამ და სხვა მგავსი ტექნიკების შეთავაზებით ბავშვისთვის მგზავრობით გამოწვეული გაღიზიანება და მოწყენილობა იცვლება ხალისითა და თამაშის ელემენტებით.
შემდეგ ჯერზე, როცა კითხვას - „მალე მივალთ?“ - მეასედ გაიგებთ, არ დახედოთ საათს, უბრალოდ იპოვეთ ვიზუალურ ორიენტირი.
Tell us what you think