კვებითი აშლილობის ნიშნები მოზარდებში
კვებითი აშლილობები გულისხმობს კვების პატერნის დარღვევას, რომელსაც განაპირობებს პიროვნების არაჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის მიმართ.
სხეულის წონითა და ფორმებით დაინტერესება მოზარდობის ჩვეული, თანმდევი მოვლენაა. თუმცა, კვებითი აშლილობა უფრო მეტია, ვიდრე ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ხანმოკლე დიეტა ან წონის მცირედი ცვლილება და გულისხმობს საკვების მიღებაზე მკაცრ კონტროლს და ნორმიდან გადახრილ ქცევებს საკვებთან მიმართებაში. ასეთმა არაჯანსაღმა ქცევამ, შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემები და მეტიც, ის შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს.
აშლილობის მახასიათებლები და სიმპტომები დამოკიდებულია აშლილობის ტიპზე და ის განსხვავებულად ვლინდება თითოეულ ინდივიდთან.
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული საყურადღებო ნიშნები:
ქცევითი მახასიათებლები:
-
- უცნაური ქცევა საკვებთან მიმართებაში (მაგ. საკვების ძალიან მცირე ნაჭრებად დაქუცმაცება; მხოლოდ კონკრეტული ჭურჭლით ან დანა-ჩანგლით ჭამა)
-
- განცალკევებით ან ჩუმად, საიდუმლოდ ჭამა
-
- ღელვა სადილობის დროის მოახლოებასთან ერთად
-
- საკვების მოპარვა
-
- ჭამის შემდეგ ღებინება ან ჭამის დასრულებისთანავე საპირფარეშოში გასვლა
-
- დიდი რაოდენობით საკვების მიღება, წონის მატების გარეშე ან პირიქით, წონის მატება შეზღუდულად კვების ფონზე
-
- ძალიან დიდი ან ძალიან მცირე ზომის ულუფების მირთმევა
-
- ოჯახთან ერთად სადილობაზე უარის თქმა და მომიზეზება, რომ არ შია ან სხვაგან ჭამა
-
- საკვების მომზადების წესით (მაგ. შემწვარია თუ მოხარშული, ცხიმშია შემწვარი თუ უცხიმოდ) და პროდუქტების შემადგენლობით ზედმეტი დაინტერესება
-
- უეცარი დაინტერესება კულინარიით, მაგრამ უარის თქმა საკუთარი მომზადებული კერძის მირთმევაზე
-
- დიდი ზომის ტანსაცმლის ჩაცმა
-
- ზედმეტად ხშირი და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში
-
- ხშირი აწონვა
-
- სოციალური იზოლაცია
-
- თვითდამაზიანებელი ქცევა
ფიზიკური სიმპტომები:
-
- წონის შესამჩნევი ცვლილებები
-
- დაღლილობა
-
- სიცივის შეგრძნება
-
- კუჭის ტკივილი
-
- თავბრუსხვევა ან სისუსტე
-
- პირის ღრუს ინფექციები
-
- ბილების მომატებული მგრძნობიარობა ან მათი დაზიანება
-
- ღებინებისას, ხელებზე დაყრდნობის გამო გაღიზიანებული ან გაუხეშებული თითები და ხელის მტევანი
-
- პირის ღრუში უსიამოვნო სუნი
ფსიქოლოგიური მახასიათებლები:
-
- გარეგნობით გადაჭარბებული დაინტერესება
-
- დანაშაულის განცდა საკვების მიღების შემდეგ
-
- დაბალი თვითშეფასება
-
- დეპრესია
-
- შფოთვა
-
- ბრაზი და ადვილად გაღიზიანებადობა
-
- ხასიათის უეცარი ცვლილებები
-
- უძილობა
-
- სუიციდური აზრები და იმპულსები
თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს - ბავშვთა ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, პედიატრს. კვებითი აშლილობის დასაძლევად მხოლოდ ნებისყოფა არ კმარა. მოზარდს დასჭირდება მკურნალობა ნორმალური წონისა და კვებითი ჩვევების აღსადგენად. გახსოვდეთ, რომ ადრეულ ეტაპზე დაწყებულ მკურნალობას, უკეთესი შედეგი მოაქვს.
Tell us what you think