გამსხვილებული ტარი - პატარა ცვლილება დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად

helen_using_pen_ball-min

ყოველდღიურ საქმიანობებში დამოუკიდებლობის წახალისება უმნიშვნელოვანესია ადრეული ასაკიდანვე. ამ პროცესში შეიძლება ბავშვები აწყდებოდნენ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ სირთულეს, რაც შეიძლება გვაფიქრებინებდეს, რომ მზად არ არიან დამოუკიდებლობისთვის. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა შეიძლება იყოს, როდესაც ბავშვებს უჭირთ შედარებით პატარა ზომის ნივთების ხელში ჭერა და მათი გამოყენება, მაგალითად, კოვზი, ჩანგალი, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, კალამი, ფანქარი, ფუნჯი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. ამ დროს შეიძლება ერთი მარტივი სტრატეგია დაგეხმაროთ - ტარის გამსხვილება
გამსხვილებული ტარი საშუალებას აძლევს ადამიანს, უფრო მარტივად დაიჭიროს და აკონტროლოს ნივთები, მოითხოვს ნაკლებ ძალასა და ამტანობას, რაც ამარტივებს ნივთის გამოყენების პროცესს, ამცირებს დაღლილობასა და დისკომფორტს. ამავდროულად, ეს იოლი და ბიუჯეტური გზაა ბავშვის დამოუკიდებლობის წახალისებისთვის, რადგან თქვენ თავად შეგიძლიათ დაამზადოთ ტარის გამამსხვილებელი სახლის პირობებში, რისთვისაც გაგიზიარებთ რამდენიმე ხერხს:

  1. ნაჭერი - ყველაზე იოლი გზა ტარის გამსხვილებისთვის ნაჭრის გამოყენებაა. შემოახვიეთ ნაჭერი, მაგალითად, მაგიდის ტილო ან პატარა ზომის პირსახოცი ნებისმიერ ნივთს, რომლის ტარის გამსხვილებაც გესაჭიროებათ. ნაჭერი ტარზე მჭიდროდ დაამაგრეთ საკანცელარიო (ფულის) რეზინის საშუალებით.
  2. ჩოგბურთის ბურთი - გახვრიტეთ ჩოგბურთის ბურთი და მასში მოათავსეთ ნივთი.

 

თითოეული მათგანის დასამზადებლად ძალიან ცოტა დრო და ენერგია დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება - ბავშვი შეძლებს დამოუკიდებლად ჭამას, თავის მოვლას, დავალების მომზადებას და სხვა საჭირო და სასურველ საქმიანობებში ჩართულობას. ეს კი გაზრდის მის თვითშეფასებასა და თვითეფექტურობის განცდას.

adaptive
Spread the love

Tell us what you think