გავრცელებული მითები დისლექსიის შესახებ
Როგორც ყველა სხვა დიაგნოზის შემთხვევაში, დისლექსიასთან დაკავშირებითაც ბევრი მითია გავრცელებული.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
1. მითი: დისლექსია გამოგონილი დიაგნოზია.
Ფაქტი: სინამდვილეში დისლექსია ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაკვლევი მდგომარეობაა. არსებობს მთელი რიგი სამეცნიერო კვლევები დისლექსიის დროს თავის ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების თავისებურებებთან დაკავშირებით, რაც ინტერვენციის მეთოდების წარმატებით გამოყენებითაც დასტურდება.
2. Მითი : დისლექსიის მქონე ადამიანები ფურცელზე დაწერილ ასოებსა და სიტყვებს უკუღმა ან არეული თანმიმდევრობით ხედავენ.
ფაქტი: მართალია ბავშვების ნაწილი ერთმანეთში ურევს სხვადასხვა ასოს წერის პროცესში, ან ეშლებათ სიტყვათა თანმიმდევრობა კითხვისას, თუმცა ეს დისლექსიისთვის დამახასიათებელ არსებით ნიშანს არ წარმოადგენს. დისლექსია არ იწვევს სიტყვების განსხვავებული ფორმით აღქმას. სინამდვილეში, უფრო მეტად სიტყვის ფონოლოგიური გადამუშავების სირთულეებს უკავშირდება, რაც ბგერების ასოებთან დაკავშირებას გულისხმობს. სწორედ ეს სირთულე განაპირობებს წერისა და კითხვის სირთულეებს.
3. Მითი: დისლექსია მხედველობითი დარღვევაა.
ფაქტი: დისლექსიას საფუძვლად სიტყვის ფონოლოგიური გადამუშავების სირთულე უდევს, რასაც არ აქვს კავშირი მხედველობასთან. Შესაბამისად, მხედველობის სირთულეებს არ შეუძლიათ დისლექსიის გამოწვევა და დისლექსიის მქონე ბავშვებში არ გხვდება მხედველობის სირთულეები იმაზე მეტად, ვიდრე მათ თანატოლებში. იმ შემთხვევაში, როდესაც ორი სირთულე ერთად გვხდება, ცხადია კითხვის სირთულეები მეტად იჩენს თავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, სწორად შერჩეულ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს შეუძლიათ მხედველობის დაქვეითებით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქება, რაც დისლექსიის ნიშნებისა და მახასიათებლების აღმოსაფხვრელად არ გამოდგება.
4.Მითი: დისლექსია გამოწვეული მშობლების უყურადღებობით ან კითხვის ნაკლებობით
Ფაქტი: ბავშვების მიერ ტელევიზორისა და კომპიუტერის ჭარბმა მოხმარებამ ან/და კითხვის ნაკლებობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ წერა-კითხვის ათვისების პროცესზე, თუმცა ისინი არ შეიძლება მივიჩნიოთ დისლექსიის გამომწვევ მიზეზებად.
5.Მითი: დისლექსიის არსებობა საშუალოზე დაბალი ინტელექტის მაჩვენებელზე მიუთითებს
Ფაქტი: არ არსებობს არანაირი კავშირი დისლექსიასა და ინდივიდის ინტელექტის მაჩვენებელს შორის. დისლექსიის მქონე ბავშვების ინტელექტის კოეფიციენტი შეიძლება იყოს საშუალო, საშუალოზე მაღალი ან დაბალი. თუმცა, დისლექსიის დიაგნოზზე ეჭვი ჩნდება მაშინ, როდესაც ბავშვის წერა-კითხვის უნარები მოსალოდნელზე, მისი ინტელექტის მაჩვენებლის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დაბალია. აღსანიშნავია, რომ ადრეული იდენტიფიკაციის, შეფასებისა და ინტერვენციის შემთხვევაში, დისლექსიის მქონე ბავშვები აღწევენ წარმატებას აკადემიურ საქმიანობაში.
6. Მითი: დისლექსია დროთა განმავლობაში ბავშვის ზრდასთან და კითხვის სწავლასთან ერთად ქრება.
ფაქტი: დისლექსია მუდმივი (ან ქრონიკული) მდგომარეობაა და ასაკის მატებასთან ერთად არ ქრება. თუმცა, არაერთი კვლევით დასტურდება, რომ დროული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების დროს, დისლექსიის მქონე ბავშვები კითხვაში წარმატებას აღწევენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული იდენტიფიცირება და დროული ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც აქცენტი ძირითადად ბავშვის ძლიერ მხარეებზე კეთდება.
7. მითი: დისლექსიის მქონე ბავშვებმა კითხვის სწავლა უბრალოდ უფრო მეტად უნდა მოინდომონ
ფაქტი: კვლევებით დასტურდება, რომ დისლექსიის დროს თავის ტვინი ინფორმაციას განსხვავებულად გადაამუშავებს და ეს არ არიან განპირობებული ინდივიდის ნაკლები ძალისხმევით და მონდომების ნაკლებობით. იმ შემთხვევაში, თუ დისლექსიის მქონე ბავშვისთვის არ არსებობს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა, დიდი მონდომებისა და მოტივაციის მიუხედავად, ისინი ვერ ახერხებენ სასწავლო პროგრამის დაძლევას.
8. მითი: დისლექსიის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ კითხვა
დისლექსიის მქონე ადამიანების სწავლობენ კითხვას, თუმცა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ კითხვის უნარების გავარჯიშებასა და დაუფლებაში დიდ ძალისხმევას დებენ.
9. მითი: დისლექსია არ ვლინდება სკოლაში მისვლამდე
მართალია დისლექსიის დიაგნოსტირება, როგორც წესი, სასკოლო ასაკში ხდება, თუმცა მისთვის დამახასიათებელი ნიშნები წინა-სასკოლო ასაკში, ზოგჯერ კი უფრო ადრეც ვლინდება. ყველაზე ხშირად ეს ნიშნები ენის დაუფლების სირთულეებში გამოიხატება, მაგ., მეტყველების დაწყების დაგვიანება, სიტყვების გარითმვის სირთულეები და სხვა.
10. კითხვის გაუმჯობესების მიზნით დისლექსიის მქონე ბავშვებს ყოველდღე დამატებითი საკითხავი უნდა მივცეთ.
დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის შემუშავებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც წერა-კითხვის სწავლებისას იყენებს მულტისენსორულ, სტრუქტურირებულ და სისტემატურ მიდგომას და რომელთა ეფექტურობაც დადასტურებულია სხვადასხვა კვლევითა და ემპირიული მონაცემებით. Სწავლების ინდივიდუალური საჭიროებების და ძლიერი მხარეების გათვალისწინების გარეშე, კითხვისთვის მხოლოდ დამატებითი დროის მიცემა არ არის ეფექტური და შეიძლება პირიქით, უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს ბავშვს სწავლის მიმართ.
Tell us what you think