ბავშვის განვითარების პროცესში არ გამოგრჩეს გარემო საკითხები

ბავშვის აქტივობებში მონაწილეობის და განვითარების პროცესში, ხშირად, გარემოს გადამწყვეტი როლი აქვს. შესაბამისად, დააკვირდით და იფიქრეთ გარემოს შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტზე. ესენია:
- ფიზიკური უსაფრთხოება - აუცილებელია გარემოს შეფასება და მასში არსებული პოტენციური რისკების თავიდან არიდება. მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობების სტანდარტების მიხედვით დამონტაჟება, მახვილი და უხეშ კუთხიანი ავეჯის ოთახიდან გატანა ან დარბილება, იატაკზე დაცურების თავიდან არიდება სპეციალური ხალიჩის გამოყენებით და ა.შ
- კარგი განათება - სასურველია ბუნებრივი და შიდა განათების გაერთიანება. შიდა განათების შემთხვევაში მნიშვნელოვანია თბილი განათების გამოყენება, რადგანაც ზედმეტად განათებული გარემო (მაგალითად თეთრი განათება) ხშირად ვიზუალურ გამოფიტვას იწვევს. ოთახში, მზის პირდაპირი სხივების კონტროლისთვის, ასევე რეკომენდებულია ჟალუზის გამოყენება.
- გათბობა და ვენტილაცია - ოთახში არსებული ტემპერატურა გავლენას ახდენს ბავშვის აღგზნებაზე და ყურადღებაზე. ცივი ოთახი ხელს უწყობს მეტი მოძრაობის/აქტიურობის წახალისებას, აღგზნების დონის მომატებას და შესაბამისად ხელს უშლის აქტივობებზე ფოკუსირებას. ხოლო ზედმეტად თბილი ოთახის შემთხვევაში წახალისებულია ძილი და პასიური მდგომარეობა.
- გარემოში არსებული სტიმულები - არეულობის, ყურადღების გამფანტავი ნივთების, ხმაურის, განათების თუ სხვა მოცემულობების შემცირება/თავიდან არიდება ხელს უწყობს ბავშვის ფოკუსირეას სხვადასხვა შეთავაზებულ აქტივობაზე. მაგალითად სცადეთ შეამციროთ ან კედელზე არ გააკრათ ფერადი აპლიკაციები.
Spread the love
Tell us what you think