ჩვენი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელშემწყობი ინიციატივები

ჩვენ გვჯერა, რომ იყო დამოუკიდებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის ბაზისური საჭიროებაა და მაკ ჯორჯია მუშაობს ამის მისაღწევად, როცა ამის შესაძლებლობა აქვს. ხშირად დიდი მოვლენები არ ახდენს უდიდეს გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე, შესაძლებლობა დაეხმარო საკუთარ თავს, თუნდაც პატარა რამით, ცხოვრების ცვლილების საშუალება შეიძლება იყოს.

პორტიჯი

მაკ ჯორჯია-ს ოკუპაციური თერაპევტები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს პორტიჯის ასოციაციასთან, ეხმარებიან მასწავლებლებს და მშობლებს რათა უკეთ შეძლონ ბავშვების დახმარება. ოკუპაციურ თერაპიაზე დაფუძნებული მიმდინარე სერვისები და კონსულტაციები ეხმარება ბავშვებს, მიაღწიონ სრულ პოტენციალს. მაკ-ის ინტერვენციები სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს მუშაობას სენსორულ ინტეგრაციაზე, კვებასა და პოზიციონირებაზე. ოკუპაციური თერაპევტები, ასევე, სთავაზობენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და რეკომენდაციებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ოკუპაციური თერაპია ბავშვთან მუშაობისას პროდუქტიულად, სარეაბილიტაციო ცენტრში სახლსა თუ სხვა გარემოში.

„აისი“ რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი.

მაკ ჯორჯია-ს ოკუპაციურმა თერაპევტებმა დაასრულეს ტრენინგების სერიები რეაბილიტაციისა და სოციალური ადატაციის ცენტრ “აისი”-ს ბენეფიციარებთან. კურსები მიმართული იყო დამოუკიდებელობის და ფუნქციონალური უნარების გაძლიერებაზე, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე და მთლიანობაში, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შეთავაზებული იყო რამდენიმე სატრენინგო თემატიკა. მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილებულნი იყვნენ მათი საჭიროების და ინტერესის შესაბამისად.