ჟესტური ენის მსოფლიო დღე

couple-talking-using-sign-language (1)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონი ყრუ ადამიანია, რომელთა კომუნიკაციის ერთ-ერთი წამყვანი საშუალება ჟესტური ენაა. თუმცა ჟესტური ენას არა მხოლოდ სმენის სირთულის მქონე პირები იყენებენ, იგი კომუნიკაციის ეფექტური საშუალება მათთვისაც, ვისაც აღენიშნება თავის ტვინის დაზიანების ან ინსულტის შედეგად განვითარებული მეტყველების დარღვევა. მისი  გამოყენება ზოგჯერ ხდება აუტიზმის მქონე ბავშვებთან მეტყველების განვითარების წახალისების მიზნით. ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვები, რომლებსაც არ აღენიშნებათ სმენის პრობლემა, მაგრამ ფიზიკური შეზღუდვების გამო უჭირთ მეტყველება, ასევე ჟესტური ენის საშუალებით შეიძლება ამყარებდნენ კომუნიკაციას.   
 გაეროს გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან დღემდე, 23 სექტემბერს ჟესტური ენის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჟესტური ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

 

იცოდით, რომ:

  •  მსოფლიოში 300-ზე მეტი ჟესტური ენაა.
  •  არსებობს საერთაშორისო ჟესტური ენაც, რომელიც ეფექტურად გამოიყენება საერთაშორისო შეხვედრების, მოგზაურობისა და სოციალიზაციის პროცესში.
  • ჟესტურ ენებში, ზოგეირთი ჟესტი ემთხვევა ბუნებრივ ჟესტებს, რომლებსაც სმენის მქონე ადამიანები საუბრისას იყენებენ, მაგალითად  ფული, კარგი, ცუდი, მოდი და ა.შ.
  • ჟესტური ენები სრულფასოვანი ენებია, რომლებიც სტრუქტურულად განსხვავდებიან სალაპარაკო ენებისგან.
  • ჟესტური ენები მაინც დაკავშირებულია სამეტყველო ენებთან, რადგან ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს აქვთ ორი ენობრივი კუთვნილება, ჟესტური - მშობლიური ენა, და სამეტყველო ენა, რომელზეც ისინი წერენ, კითხულობენ, და უყურებენ ფილმებს სუბტიტრებით.
  • ადამიანის უფლებათა კონვენცია სრულად აღიარებს ჟესტურ ენებს და აკისრებს სახელმწიფოებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს მათ სწავლებასა და გავრცელებას, ასევე ხაზს უსვამს ჟესტური ენის, როგორც ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების შემადგენელი ნაწილის დაცვის მნიშვნელობას.  
  • აშშ-ში ჟესტური ენა თავის გამოყენებით რიგით მე-4 ადგილზეა.
  • პირველი ანიმაციური შოუ, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ჟესტური ენა გამოიყენა „სმურფები“ იყო. ტყის ელფი ლაკონია კომუნიკაციისთვის სწორედ ჟესტურ ენას იყენებს. 
  • ბეისმოლის თამაშში დროს გამოყენებულ ხელით მინიშნებების უკავშირებენ იულიამ ელსვორს ჰოის, რომელიც პირველი ყრუ პროფესიონალი მოთამაშე იყო ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში.
Spread the love

Tell us what you think