ადაპტური ჭიქა

front-view-girl-holding-cup

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რომელთაც უჭირთ სტანდარტული ჭიქიდან სითხის დალევა, რეკომენდებულია  ე.წ. ადაპტური ჭიქების გამოყენება.  არსებობს მათი ბევრი ვარიანტი, კონკრეტული ჭიქის შერჩევა კი ხდება ბავშვის სირთულეების გათვალისწინებით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

 

  • არსებობს სხვადასხვა ტიპის ჭიქა, რომელიც გამოიყენება დისფაგიის ანუ ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში. ასეთი ტიპის ჭიქები ისეა შექმნილი, რომ მათი გამოყენებისას სითხე ნაკლებად იღვრება, სითხის ულუფის ნაწილი კი უკეთ თავსდება პირის ღრუს ცენტრში და მიემართება საყლაპავის მიმართულებით. ეს ამარტივებს ყლაპვის პროცესს და ამცირებს სითხის გადაცდენის რისკს. 

 

  • დისფაგიისთვის განკუთვნილ ჭიქას ასევე შესაძლებელია ჰქონდეს საწრუპი მილი, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს სითხის დალევის პროცესს. ყლაპვის სირთულის დროს, მნიშვნელოვანია რომ ყოველი გადაყლაპვისას ბავშვს მიეწოდებოდეს სითხის ერთი და იგივე  ოდენობა, რომელსაც იგი მარტივად გადაყლაპავს. 

 

  • თავის, კისრისა და ზედა კიდურების კოორდინირებული მოძრაობების სირთულის შემთხვევაში გამოიყენება ჭიქა, რომლის სახელურებიც ეხმარება ბავშვს უკეთ ჩაეჭიდოს მას და მიიტანოს პირამდე. ჭიქა ცალ მხარეს ამოჭრილია, შესაბამისად სითხის დალევისას ბავშვს არ სჭირდება თავის უკან გადაწევა, რაც ამცირებს სითხის გადაცდენის რისკს. 

 

  • ამ ტიპის ჭიქის გამოყენებისას ბავშვი ბევრად კომფორტულად მიმართავს ნიკაპს სხეულის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ყლაპვის წამოწყებას და უშუალოდ ყლაპვის პროცესს. მისი გამოყენებისას ბავშვს არ უწევს თავის უკან გადაწევა სითხის ბოლომდე დასალევად.

 

  • ცალ მხარეს ამოჭრილი ჭიქა ამარტივებს სითხის დალევის პროცესში ჭიქის ბოლომდე მიმართვას ბავშვის სახის მიმართულებით და მის დაცარიელებას თავის უკან გადაწევის გარეშე, რაც თავის მხრივ, ამცირებს გადაცდენის რისკს. 

 

  • სპეციალური საწრუპი მილი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აღენიშნება მოტორული სირთულეები და უჭირს წოვა, კერძოდ, წოვის დროს საკმარისი ძალის გამოყენება. ამ ტიპის საწრუპში სითხე მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება. სითხის დალევისას, მასში ამოსული სითხის ნაკადი ყოვნდება ჩხირში და უკან არ ჩაედინება, შესაბამისად ბავშვს სჭირდება ნაკლები ძალისხმევა იმისთვის რომ სითხე  პირის ღრუში გადაიტანოს. 

 

  • დრეკადი ჭიქა საწრუპი ჩხირით  - ამ ტიპის ჭიქის გამოყენებისას, მშობელს უკეთ შეუძლია აკონტროლოს ბავშვის მიერ ყოველ ჯერზე მიღებული და გადაყლაპული სითხის რაოდენობა. ამ ტიპის ჭიქა ასევე ეხმარება ბავშვს სითხის მიღებისას წოვის, ყლაპვისა და სუნთქვის პროცესების რეგულირებაში. 
Spread the love

Tell us what you think