ჩვენი საოჯახო და სათემო სერვისები
MAC Georgia-ს იმედი აქვს, რომ უფრო და უფრო მეტ მშობელს იხილავს რეგიონების მასშტაბით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან იმ ცოდნით, უნარებითა და საკუთარი თავის რწმენით, რაც საჭიროა დადებითი ცვლილებების მოსახდენად, როგორც პირადად მათთვის, ასევე თემისათვის. MAC Georgia რეგულარულ მხარდაჭერას უწევს შშმ პირებსა და მათ ოჯახებს, აწვდის რა მათ საჭირო რესურსებსა და ინფორმაციას. ჩვენ ვიღწვით ისეთი მომავლის შესაქმნელად, სადაც ყველა ადამიანს ექნება წვდომა ხარისხიან მომსახურებაზე, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა და/ან ეკონომიკური სტატუსისა.
შეზღუდული შესაძლებლობების, არსებული სერვისებისა და მათი სასარგებლოობის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხად რჩება საქართველოში. MAC Georgia ცდილობს ამის გამოსწორებას ადვილად აღქმადი ინფორმაციის შემუშავებისა და მათი მედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელების გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცოდნა ესაა ძალა და თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავათ მათი გეოგრაფიული მდებარეობისა თუ სოციო-ეკონომიკური სტატუსისა, ჰქონდეს მასზე წვდომა.
სერვისები
იცოდით თუ არა რომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სთავაზობს შშმ პირებს სხვადასხვა სახის დახმარებას და სერვისს? იცით, თუ არა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ასეთი დახმარების მისაღებად? ჩვენი საინფორმაციო ბროშურების მეშვეობით ჩვენ გაწვდით ინფორმაციას არსებული დახმარების შესახებ და გთავაზობთ ეტაპობრივ რჩევებს იმაზე, თუ როგორ ხდება შშმ სტატუსის მინიჭება და მიიღოთ საჭირო სერვისით სარგებლობა.
მეტი ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს: რესურსები.
ცხელი ხაზი
+0 001 200 202
ტრენინგები
დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 6 საათი/დღეში
აღწერილობა: MAC Georgia იღწვის იმისათვის, რომ დაეხმაროს შშმ ბვშთთა მშობლებს, მათთვის იმ უნარების სწავლების გზით, რაც საჭიროა თემში დადებითი ცვლილებების მოსახდენად.
ჩვენი სტრატეგიული დაგეგმარების, შემუშავებისა და პროექტის დიზაინის კურსი შეიქმნა მშობელთა თხოვნით, რათა დავეხმაროთ ოჯახის წევრებს, გაანალიზონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები, განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებების პრიორიტეტულობა და ამის შემდეგ შეიმუშაონ სტრატეგიები მათ გარშემო არსებული სიტუაციის პოზიტიურად შეცვლისათვის.
Tell us what you think