ჩვენი რეგიონული სკოლების პროგრამა
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია თაობებს მივცეთ საშუალება მიიღონ ხარისხიანი განათლება უნივერსიტეტში, პროფესიულ სასწავლებელსა თუ სახელოვნებო სკოლებში. ამჟამად, ამის საშუალება არ აქვს ყველას. ძალიან ბევრ სოფელში ცხოვრობენ ბავშვები და ოჯახები, რომლებიც ფინანსური სახსრების არ ქონის გამო რჩებიან უმაღლესი განათლების მიღმა.
ჩვენი გამოსავალი მარტივია: კლასგერეშე აქტივობებით, ბანაკებითა და დაქირავებული მასწავლებლების აქტიური დახმარებით მოვამზადოთ სკოლის მოსწავლეები უმაღლესი განათლების მისაღებად და დავუფინანსოთ მათ უნივერსიტეტში სწავლების სრული 4 წელი თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ კრიტერიუმებს. MAC Georgia - ს რეგიონული პროგრამა ფუნქციონირებს ძევრში (იმერეთი), ზემო და ქვემო სვანეთში და ნახიდურში (ბოლნისი).
წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 500-ზე მეტი მოსწავლე იღებს კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობას 86-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო საუნივერსიტეტი დაფინანსება.
ჩვენ ვაუმჯობესებთ განათლების დონეს ადგილობრივად!
პროგრამა მოიცავს ადგილობრივ თემში არსებული საგანმანათლებლო პრობლემების იდენტიფიცირებას მომავალი მხარდაჭერისა და სწავლის წახალისებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ამ თემებში არსებულ საჯარო სკოლებთან, ვახორციელებთ კლასგარეშე აქტივობებსა და ბანაკებს, რომლების მეშვეობითაც მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ ენას, მათემატიკას, ტრადიციულ ცეკვასა და მუსიკას, თეატრს, კომპიუტერულ უნარებსა და სხვა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უმაღლესი განათლების მიღებას!
MAC Georgia - ს სტიპენდიანტები იღებენ 2250 ლარამდე სასწავლო დაფინანსებას უმაღლესი განათლების მისაღებად. სტუდენტები ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ მაღალი საშუალო ქულა და განახორციელონ სულ მცირე 1 პრეზენტაცია ან პროექტი თავიანთ სკოლებში სემესტრის განმავლობაში. ჩვენ ვამოწმებთ თითოეული სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ვუწვდით დახმარების ხელს საჭიროების შემთხვევაში.
ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ მოსახლეობას!
უმაღლესი განათლების დაუფლებით, MAC Georgia - ს სტიპენდიანტები ხდებიან რეალური ინსტრუმენტის მფლობელები წარმატების მისაღწევად. იმის მიუხადავად თუ რა პროფესიას ეუფლებიან ისინი, იქნება ეს - მედიცინის დოქტორი, იურისტი, ავტომობილის მექანიკი თუ წყალსადენის ოსტატი თითოეული ჩვენი სტუდენტი არის სამაგალითო პიროვნება თემში არსებული ახალგაზრდობისათვის. მათ მიერ მიღებული ცოდნა ეხმარება თავიანთ თემს სამუშაო ადგილების შექმნით, პრობლემების მოგვარებით, ახალგაზრდების წახალისებით და ასე შემდეგ. მათი წარმატების შემყურე აუცილებლად გამოჩნდებიან სხვებიც - ვისაც ენდომებად გაიარონ იგივე გზა.
Tell us what you think