ჩვენი დისტანციური (ონლაინ) ტრენინგები
ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლესი ინფორმაცია მისაწვდომი და სარგებლის მომტანი უნდა იყოს ყველა პირისთვის, მიუხედავად მათი გარემო პირობებისა და მდებარეობისა. სწორედ ამ მიზნით „მაკ“-ის ექსპერტთა მულტიდისციპლინური გუნდი ქმნის მთელ რიგ ონლაინ ტრენინგებს, რომლებიც ყველასათვის უფასო და ხელმისაწვდომია. ამ გზით ჩვენ ვნერგავთ ინკლუზიას პრაქტიკაში. განათლება აღწევს სხვადასხვა კულტურაში, შეხედულებებში, ქცევებსა და სტანდარტულ პრაქტიკაში; განათლება ცვლის ადამიანთა ცხოვრებას.
სესიების რაოდენობა: 5
აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი განიხილავს პრობლემურ ქცევებს და მონაწილეებს აცნობს ქცევის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს. იგი რეკომენდირებულია მშობლების, ოჯახის წევრების, პედაგოგებისა და განათლებისა და/ან ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. ყოველ სატრენინგო სესიას მოსდევს კითხვები, რომლებზე პასუხებიც არანაკლებ 70%-ის სიზუსტით უნდა გაეცეს, რათა მონაწილე შემდეგ სატრენინგო სესიაზე გადავიდეს. ხუთივე ნაწილის და მათი შეკითხვების გავლის შემდეგ, მონაწილეებს უსწევთ ფინალური გამოცდის ჩაბარება.
სერთიფიკატი: სერთიფიკატს მიიღებს ყველა ის მონაწილე, რომელიც ფინალურ გამოცდაზე ქულათა არანაკლებ 80%-ს მიიღებს.
სესიების რაოდენობა: 13
აღწერილობა: ინკლუზიური განათლება მისი ძირითადი პრინციპების გარდა, მოიაზრდებს განხორცილების გზებს. მნიშვნელოვანია, ასევე, თუ ვინ არის ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში და როგორ ხდება განათლების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით.
13 ვიდეო სესია მოიცავს შემდეგ თემებს:
- ინკლუზიურ განათლება
- შფოთვითი აშლილობები და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა
- ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი
- აუტისტური სპექტრის აშლილობა
- ცერებრული დამბლა
- ეპილეფსია
- მხედველობისა და სმენის დარღვევები
- ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა
- დასწავლის უნარის დარღვევა
- დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, სუიციდი და შიზოფრენია
- კუნთური დისტროფია
- ოპოზიციურ-დევიაციური აშლილობა
- ტიკური აშლილობა
სერთიფიკატი: სერთიფიკატი გადაეცემათ მათ, ვინც დასკვნით გამოცდაზე 80%-ზე მეტ ქულას მოაგროვებს.
ვიდეო მასალები
YOU TUBE - ზე
მაკ ჯორჯია გთავაზობთ მოკლე, ინფორმაციულ ვიდეოებს, სხვადასხვა საკითხების შესახებ, რომლებიც რელევანტურია იმ თემისთვის, რომლებსაც ვეხმარებით საქართველოში.
Tell us what you think