ჩვენი ტრენინგები ჯანმრთელობის შესახებ
ჩვენ მიგვაჩნია, რომ შშმ ბავშვები და მოზრდილები იმავე გარემოში უნდა იღებდნენ განათლებას, მუშაობდნენ და თამაშობდნენ, რაშიც ყველა სხვა პირი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინკლუზიის დანერგვა საზოგადოებაში მოითხოვს შესაბამის განათლებას, რათა შეიცვალოს კულტურა, შეხედულებები, ქცევები და სტანდარტული პრაქტიკა. ჩვენი, როგორც მულტიდისციპლინარულ ექსპერტთა ჯგუფის ვალდებულებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ისევე როგორც იმ ხალხის ვინც მათთან ცხოვრობს და მუშაობს, სწავლება და მომსახურება. ოჯახები, მომვლელები, პედაგოგები, დამსაქმებელნი, მეგობრები და ბენეფიციარები - ჩვენ ვთანამშროლობთ ყველასთან!
დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 8 საათი
აღწერილობა: განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც არ აქვს მოცემულ სფეროსთან პროფესიული კავშირი, თუმცა, გააჩნია გარკვეული ცოდნის მიღების სურვილი აღნიშნული მიმართულებით. ტრენინგზე განიხილება შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, სპეციფიური სამედიცინო საჭიროებები, ემოციური სირთულეები, სენსორული დარღვევები და ადაპტაციური საშუალებები.
სერთიფიკატი: სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება ტრენინგს.
დღეების/საათების რაოდენობა: მოიცავს 4 ეტაპს, ტრეინინგ კურსის დღეების საერთო რაოდენობა დამოკიდებულია ჯგუფის საჭიროებებზე და გრძელდება სულ მცირე 6 დღის განმავლობაში.
აღწერილობა: ტრენინგ კურსი ორიენტირებულია ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალების გაძლიერებაზე ოკუპაციური თერაპიის ელემენტების გამოყენებით.
კურსიდაყოფილია რამდენიმე ეტაპად, მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ შეხვედრებსა და მონიტორინგს სამუშაო ადგილზე.
თეორიული კურსი მოიცავს ანატომიის ზოგად მიმოხილვას, სახსრების მოძრაობის სიფართის და კუნთის ძალა/გამძლეობის შეფასებას და სხვა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგ - კურსის საწყის ეტაპზე ტარდება პრეტესტი, რის საფუძველზეც შეირჩევიან მონაწილეები. თითოეული ეტაპი დაფუძნებულია ჯგუფის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მოითხოვს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას.
სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება ტრენინგს და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.
დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დრეში
აღწერილობა: ტრენინგი ორიენტირებულია ასაკთან დაკავშირებული სირთულეებისა და მასთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიების/მეთოდების სწავლების ხელშეწყობაზე და მოიცავს შემდეგ საკითხებს: დაცემის პრევენცია, ინსულტი, დიაბეტი, დემენცია, ალცჰაიმერი, ნაწოლების პრევენცია, კვება, მობილობა და დამხმარე საშუალებების გამოყენება.
სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.
დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი
აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მოიცავს შემდეგ საკითხებს: პირის ღრუს ანატომიური აგებულება, წოვის/ღეჭვის/ყლაპვის დროს არსებული სირთულეები და მასთან გამკლავების სტრატეგიები. ტრენინგი ასევე მოიცავს სწორი პოზის შერჩევას კვების დროს, კვებისთვის საჭირო სპეციფიკური ჭურჭლისა და დამხმარე საშუალებების შერჩევა/გამოყენებას, პირის ღრუს მარტივ სტიმულაციას და სხვა დახმარების სტრატეგიების გამოყენების სწავლებას კვების პროცესში.
სერთიფიკატი:დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.
დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი
აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო სფეროში მომუშავეთათვის და მოიცავს ნაწოლებისა და მათი პრევენციის სტრატეგიებისზოგად მიმოხილვას. მონაწილეები იღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოხდეს ნაწოლების პრევენცია და/ან იდენტიფიკაცია და თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი პოზირება შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად.
სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება ტრენინგს და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.
დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი
აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის და მოიცავს ინფორმაციას როგორც სხვადასხვა დამხმარე საშუალებების დანიშნულების შესახებ, ასევე მათი სწორად შერჩევისა და გამოყენების სწავლებას.
სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება ტრენინგს და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.
დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში
აღწერილობა: აღნიშნული შუალედური სენსორული ინტეგრაციის კურსი ყურადღებას ამახვილებს ზოგადი სენსორული ინტეგრაციის თეორიაზე, სენსორული ინტეგრაციის კონცეფციფციებსა და ინტერვენციის პროცესში სენსორული ინტეგრაციის ელემენტების ჩართვაზე. კურსის გავლისათვის აუცილებელია მონაწილე ფლობდეს გარკვეულ ცოდნას აღნიშნულ სფეროში. კურსი განკუთვნილია სარეაბილიტაციო პროგრამების პროფესიონალებისათვის, როგორიცაა: ABA (ქცევის ანალიზზე დაფუძნებული) თერაპევტები, მეტყველების თერაპევტები, ფიზიოთერაპევტები, დამხმარე სპეციალისტები და ფსიქოლოგები.
სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება ყველა იმ მონაწილეს, ვინც სრული ტრენინგის სულ მცირე 90%-ს დაესწრება და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.
დღეების/საატების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი
აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგი ძირითადად შედგება პრაქტიკული ნაწილისაგან, რომლის დროსაც მონაწილეები ეცნობიან ტრანსფერების სხვადასხვა ტიპებსა და მისი განხორციელების სტრატეგიებს, ასევე იღებენ ინფორმაციას თუ როგორ შეამცირონ ფიზიკური დატვირთვა ტრანსფერის განხორციელების დროს.
სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს
დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი
აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია ეტლით მოსარგებლეთა ოჯახის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მონაწილეები იღებენ ინფორმაციას ეტლში სწორად ჯდომის ზოგად პრინციპებზე და სწავლობენ თუ როგორ უნდა მოხდეს მარტივი ადაპტაციების გამოყენება ეტლში სწორად ჯდომის ხელშესაწყობად.
სერთიფიკატი: ტრენინგის მონაწილეებს გაადეცემათ დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
Tell us what you think