ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია მაკ ჯორჯიას ოფიციალურ დაარსებამდე იწყება. ერთ ქართველს, რეზო ჩინჩალაძეს და ერთ ამერიკელს, ქეთი მაკლეინს, სურვილი ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი საქართველოში.

2005 წელს, მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ქალაქ ზესტაფონში, ჯერემი გასკილმა, მოიწვია ქეთი, როგორც განათლების ფსიქოლოგი, რათა დახმარებოდა თავის არასამთავრობო ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შეფასებასა და პროგრამის შემუშავებაში. რეზო იყო თარჯიმანი. როდესაც ისინი სოფელში ჩავიდნენ, მათ დახვდათ მშობლების და ბებია-ბაბუების გრძელი რიგი, რომლებსაც ბაშვები ეჭირათ ხელში იმ იმედით, რომ მათ ვინმე დაეხმარებოდათ. ქეთი გაკვირვებული იყო, როდესაც გაიგო, რომ საქართველოში არ არსებობდა არანაირი პროგრამა, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ. რეზო გულით განიცდიდა ამ ბავშვების მდგომარეობას და სურდა სიტუაციის გაუმჯობესება.

რეზოს და ქეთის არ შეეძლოთ დაეკმაყოფილებინათ მშობლების სურვილი, რომ მშობლებისთვის მიეწოდებინათ კონკრეტული ექიმების სახელები ან მედიკამენტები, რომლებიც „განკურნავდა“ ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა: ცერებრალური დამბლა, აუტიზმი ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხება. მშობლები გაბრაზებულებიც კი იყვნენ, როდესაც მათ ქეთიმ და რეზომ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდეს.

დროთა განმავლობაში, რეზო და ქეთი კარდაკარ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ. საეთო ჯამში 56 სოფელს ესტუმრნენ და ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი შეაფასეს. ისინი აწვდიდნენ ოჯახებს ინფორმაციას სხვადასხვა დიაგნოზისა და მდგომარეობის შესახებ. იმ დროისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა, დამოუკიდებელი ცხოვრება, პროფესიული უნარები, ფუნქციური განათლება და მრავალი სხვა სრულიად უცხო ცნებები იყო მოსახლებისათვის.

არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ ემუშავათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რეზომ, ქეთიმ და ქეთის მეუღლემ, როი საუსვორსმა დააფუძნეს ორგანიზაცია მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, რეზოს დირექტორობით. მაკმა დაასაქმა და გადაამზადა საუკეთესო ფსიქოლოგები და ოკუპაციური თერაპევტები, რათა მთელს ქვეყანაში გაევრცელებინათ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ. მას შემდეგ რაც მაკი ძალიან გაიზარდა და მისი დამოუკიდებლად მართვა გართულდა, დამფუძნებლებმა მოიწვიეს ჯერემი გასკილი, ამჯერად, როგორც აღმასრულებელი დირექტორი.

მაკმა გადაამზადა ათასობით მასწავლებელი, მშობელი, თემის ლიდერი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების პერსონალი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და მხარდაჭერა გამოუცხადა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების საკითხში, რის შედეგადაც გასცა ასზე მეტი სასწავლო სტიპენდია. ამასთანავე, მასაჟის თერაპევტები გადამზადნენ იმისათვის, რომ გაზრდილიყო მათი ეფექტურობა ბავშვებთან მიმართებით, დამატებით ასობით ბავშვი შეფასდა ჩვენი პერსონალების მიერ. გარდა ამისა, საქართველოში პირველი ინტელექტის საზომი ტესტი ნორმირებულ იქნა მაკ-ის მიერ.

სურვილის, შემართების და მრავალი ადამიანის, მათ შორის ჩვენი პერსონალის და პარტნიორების დახმარებით, მაკ ჯორჯია მუშაობს ისეთი გარემოს შექმნაზე საქართველოში, სადაც ყველა შესაძლებლობის ადამიანს ექნება ხელმისაწვდომობა იმ რესურსებსა და მხარდაჭერაზე, რომელიც მათთვის აუცილებელია საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.

Spread the love

Tell us what you think