TONI-4 საქართველოშია !

დოქტორ დელ ჰარნიშთან, ნებრასკის, კერძოდ ლინკოლნის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2017 წელს საქართველოში მაკ ჯორჯიამ არავერბალური ინტელექტის საზომი (TONI-4) - ის სტანდარტიზაცია დაასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ინსტრუმენტი, რომლის მხოლოდ ამერიკული ვერსია არსებობდა, ქართული ნორმებით გამოიცა მაკ ჯორჯია-ს მიერ, ქართველი ხალხისა და კულტურისთვის.

ტესტი იდეალურია ენის, სმენის, და/ან მოტორული დარღვევებისთვის,

ასევე არა ქართულენოვანი მომხმარბლებისთვისაც,
არავერბალური ინტელექტის საზომი ინსტრუმენტი TONI 4, სპეციალისტებს აძლევს საშუალებას, შეაფასონ ზოგადი ინტელექტი, აბსტრაქტული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი. ტესტი უნიკალურია, რამდენადაც არ მოითხოვს კითხვის, წერის, მეტყველების და სმენის უნარებს მონაწილისგან.

Toni-4-01
Toni-4-02

პირველი და ხელმისაწვდომი ინტელექტის ტესტი საქართველოში.

მაკ ჯორჯია განაგრძობს ინვესტივიას მისი თვალით დანახული გარემოს შექმნისთვის
სადაც ყველა ბავშვს ხელი მიუწვდება განათლებაზე მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით. TONI-4 -ის ტესტის არსებობა ამ ხედვას უფრო მიღწევადს ხდის.

ტესტის ღირებულებაა 150 ლარი. აღნიშნული ინსტრუმენტის შეძენისა და ადმინისტრირებისთვის, აუცილებელია, მსურველი იყოს მაგისტრის ხარისხის მქონე ფსიქოლოგი ან განათლების სპეციალისტი, რომელსაც აქვს ინტელექტის შესახებ სწორი კონცეპტულური ცოდნა და ამასთან:

    • მუშაობს ოფიციალურ დაწესებულებაში, როგორიცაა: სახელმწიფო დაწესებულება ან კლინიკა/ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროზე;
    • აქვს მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება ფსიქო-საგანმანანათლებლო შეფასების განხორციელებაში;
    • აქვს გავლილი MAC Georgia -ს პროგრამა TONI 4 -ის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

ის პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს, არ არიან უფლებამოსილნი, შეიძინონ ტესტი, მიიღონ მონაწილეობა ტრენინგში ან გამოიყენონ ტონი 4 კვალიფიციური პირების სუპერვიზიის გარეშე.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

Spread the love

Tell us what you think