ჩვენი მშობელთა დახმარების ცენტრის წამოწყება

ჩვენ გვჯერა რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს უფლება აქვს, მიიღოს მათი საჭიროების შესაბამისი ინფორმაცია განურჩევლად ადგილმდებარეობისა და ეკონომიკური მდგომარეობის. ცნობიერების ამაღლება ხშირად მკვეთრად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. პროგრმა დაწყებულია და საქართველოში მცხოვრებ ყველა მშობლამდე მიაღწევს.

განათლება

მაკ ჯორჯია აფუძნებს თემზე მორგებულ მშობელთა ქსელს ქალაქ თელავსა და ოზურგეთში, პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამით. შშმ ბავშვების მშობლები მთლიანობაში გაივლიან 150 საათიან ინტენსიურ ტრენინგებს მათთვის რელევანტურ თემებზე. ტრენინგები მოიცავს: სწავლების სტრატეგიებს, ქცევის მართვას, კანონებს, ბიუჯეტირებას, ეფექტურ კომუკიკაციას, გრანტის წერას, სოციალურ მედიას და ძირითად საკომუნიკაციო უნარებს. ამ საგანმანათლებლო წამოწყების დახმარებით, შშმ ბავშვების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა და განახორციელონ აქტივობები, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის ცხოვრებას.

გაძლიერება

ტრენინგების გავლის შემდეგ მშობლები აყალიბებენ და უძღვებიან სათემო ჯგუფებს - ქსელი იძიებს და რთავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სხვა მშობლებს იმავე არეალში. ქსელის მეშვეობით მშობლებს ექნებათ ადგილი შეხვედრებისთვის და საშუალება, რომ მოიპოვონ სანდო და გასაგები ინფომაცია შეზღუდულ შესაძლებლობებსა და დამხმარე სერვისებზე. ჰქონდეთ ღია და თავისუფალი ურთიერთობა იმ მშობლებთან, ვისაც მსგავსი საჭიროებები აქვთ, აწარმოონ საქმიანობა, როგორც კოლექტიურად ისე ინდივიდუალურად, რათა მათთვის და მათი შვილებისთვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

მდგრადობა

თელავი და ოზურგეთი იქნება მშობელთა წარამტებული ქსელის ბირთვი, რომელიც გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით -მშობლიდან მშობელზე, თემიდან თემზე, რეგიონიდან რეგიონზე. ეს არის მდგრადი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც უზრუნვეყოფს მშობლების ხელმისაწვდომობას ცოდნაზე, რომელიც აძლიერებს მათ საქმიანობას, რათა უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება.

გრანტის რაოდენობა: $31.323

გრანტის ხანგრძლივობა: აგვისტო, 2017 - აგვისტო, 2018

embassy_seal-215×215

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებას - არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებზე გრანტების გაცემით. კომისია აფინანსებს 24,000 აშშ დოლარამდე ბიუჯეტის მქონე გრანტებს, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე, ადამიანთა უფლებების დაცვაზე, საჯარო განათლების და ადვოკატირების საკითხებზე, ახალგაზრდობის ჩართულობაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაში, გარემოს დაცვასა და რეგიონული მედიის განვითარების ხელშეწყობაზე.

embassy_FLAG-215×215