ჩვენი გრანტები

რამდენიმე იდეაში ფულის დაბანდება, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის

დროთა განმავლობაში ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ათასობით შშმ ბავშვისა და ზრდასრულთა ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული ორგანიზაციის ძალისხმევით. პრობლემების გადაწყვეტა იწყება საფუძველიდან, ინდივიდუალური პიროვნებიდან და აღნიშნულ პროცესს სჭირდება დრო და ბევრი ადამიანის ძალისხმევა. გადაწყვეტილების ძებნის პროცესი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, თუკი შეზღუდულია რესურსები და პროექტების განხორციელების გამოცდილება. ამის მოსაგვარებლად ჩვენ შევქმენით მცირე გრანტების პროგრამა . აღნიშნული პროგრამის მიზანია ინოვაციური იდეების ხორცშესხმა საქართველოს მასშტაბით.

2015 წლიდან მოყოლებული, 30-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა MAC Georgia-ს მიერ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. შშმ პირთა და მათი ოჯახების მხრდაჭერისკენ მიმართული პროექტების განაცხადებს მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ. პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც გამიზნულია საქართველოს სოფლებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ MAC Georgia - ს მცირე გრანტების პროგრამების მენეჯერს თემუკა გიგაურს: temuka.gigauri@macgeorgia.org.

საგრანტო განაცხადი:

შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრთა გაძლიერება.

გრანტის დეტალები

MAC Georgia გთავაზობთ 3,000 აშშ დოლარის (ეკვივალენტური ლარში) მოცულობის მცირე გრანტებს; განაცხადების წარდგენა შესაძლოა 12 თვის განმავლობაში 2021 წლის მანძილზე. აპლიკაციების მიღება გაგრძელდება მთელი წლის მანძილზე, თუმცა განხილვა სხვადასხვა ინტერვალებით მოხდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი თარიღები 2021 წლის მცირე გრანდების პროექტთან მიმართებაში:

აპლიკაციის შემოტანის ბოლო თარიღი:

1 აპრილი

1 ივლისი

1 სექტემბერი

31 დეკემბერი

დაფინანსების შესახებ ინფორმირების სავარაუდო თარიღი:

15 მაისი

15 აგვისტო

15 ოქტომბერი

15 თებერვალი (2022)

უპირატესობა მიენიჭება:

    • მოთხოვნილი თანხის ოდენობის თანადაფინანსება;
    • თუ ადმინისტრაციული ხარჯები არ აღემატება ან ნაკლებია ვიდრე მოთხოვნილი თანხის 20%.

თითოეული აპლიკაცია განიხილება ინდივიდუალურად თავისი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით, თუ ვერ აკმაყოფილებთ ზემოთხსენებულ კრიტერიუმს ეს არ ნიშნავს რომ თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.

აღნიშნული გრანტის მიზანია შშმ პირებისა და/ან მათი ოჯახის წევრების გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტები თავსებადობაში უნდა იყოს საგრანტო კონკურსის თემასთან. მაგალითები მოყვანილია ქვემოთ (თუმცა, ამით არ შემოიფარგლება):

    • მხარდამჭერთა ჯგუფების შექმნა, მხარდაჭერა და განვითარება;
    • დასაქმების/შემოსავლების წყაროს შექმნა;
    • ინფორმაციის მიწოდება არსებული სერვისების/რესურსების შესახებ;
    • ღონისძიებების განხორციელება ან მომსახურების მიწოდება შშმ პირთათვის (ან მათი ჩართულობით).

გრანტი არ აფინანსებს შემდეგი სახის საქმიანობებს:

    • პროპაგანდის გაწევა;
    • ნებისმიერ კანონმდებლობაზე ან ნებისმიერი საჯარო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა;
    • პირდაპირ ან ირიბად ნებისმიერი სახის ამომრჩეველთა რეგისტრაციის კამპანია.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული კითხვები FAQs.

დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ

განაცხადის ფორმის სანახავად დააჭირეთ აქ