რას ვაკეთებთ
ჩვენი ფსიქო-საგანმანათლებლო სერვისები
MAC GEORGIA-ს კვალიფიციურ ფსიქოლოგთა გუნდი, საქართველოს მასშტაბით, გთავაზობთ რამდენიმე ტიპის სერვისს. ეს მოიცავს შეფასებას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ოჯახებში, სკოლებსა და დღის ცენტრებში მუშაობით; ჩვენი გუნდი აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომელიც ხელს უწყობს მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.
ოკუპაციური თერაპია
MAC GEORGIA-ს ოკუპაციური თერაპევტების მუშაობა მოიცავს ბავშვებისა და ზრდასრულების შეფასებას, ტრენინგებს და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად.
ჩვენი გუნდის მუშაობის ძირითადი მიზანია განათლებისა და რეაბილიტაციის სფეროს წარმომადგენლების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრების გაძლიერება და ინფორმირების/განათლების ხელშეწყობა. ოკუპაციური თერაპევტები ასევე უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას რეაბილიტაცია/აბილიტაციის მნიშვნელოვნებაზე და იმ სტრატეგიებზე, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარისხის გაზრდას ყოველდღურ ცხოვრებაში.
ოჯახისა და თემის მხარდაჭერის სერვისები
მდგრადი ცვლილებები იწყება თვითადვოკატირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ და ასევე, მათი ოჯახის წევრების ჩართულობით. MAC Georgia, ცოდნის გადაცემით და უნარების გაუმჯობესების გზით, აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ ოჯახებსა და თემის ლიდერებს.
რეგიონული პროგრამა
2012 წლიდან MAC GEORGIA მხარს უჭერს რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს და აწვდის მათ საჭირო რესურსებს განათლების მისაღებად იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას. ჩვენი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ უფასო ინგლისური ენის გაკვეთილებს, სხვა სახის კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობას და ფინანსურ მხარდაჭერას უმაღლესი განათლების მისაღებად.
გრანტები
MAC Georgia გასცემს გრანტებს ორგანიზაციებზე და მათზე ვისაც სურს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების ხარისხსის გაუმჯობესება თემში, მთელი წლის განმავლობაში. გთხოვთ შემოიტანოთ თქვენი სააპლიკაციო განაცხადი დღესვე ,თუ გაქვთ ინოვაციური იდეა იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირები ან მათი ოჯახის წერები.
მოდი ვითამაშოთ ერთად
პროექტი „მოდი, ვითამაშოთ ერთად!“ ხაზს უსვამს ჩვენს უნიკალურობას, ანგრევს ბარიებსა და სტიგმას, აყალიბებს მეგობრობას - უკეთესი საზოგადოების შენების ხელშესაწობად.
შუქი მოვიდა
MAC GEORGIAS-ს პროექტი "შუქი მოვიდა" შეიქმნა იმისთვის, რომ მოგიყვეთ ისტორიები სპეციალურ საჭიროებებზე საქართველოში იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ესა თუ ის დაბრკოლება.
მშობლის სკივრი
MAC GEORGIAS-ს პროექტი "მშობლის სკივრი" წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს.
რესურსები
MAC Georgia -ს მულტი გუნდი მუშაობს შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული, კვლევაზე დაფუძნებული, უახლესი ინფორმაციის ქართულად მოწოდებასა და ქვეყანაში არსებული სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გამარტივებაზე.
Tell us what you think