ჩვენი მიდგომა

MAC Georgia რეალურად ცვლის ყველაზე მეტად დაუცველი ადამიანების ცხოვრებას აწვდის რა მათ და მათზე მზრუნველ პირებს საჭირო რესურსებს და აძლიერებს მათ, როგორც სისტემას.

გთავაზობთ რესურსებს,

რომლებიც ცვლიან ადამიანების ცხოვრებას

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მილიარდ ადამიანზე მეტს (7-დან ერთს) აქვს რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა. მათი დაახლოებით 80% ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, იზოლირებაში, სტერეოტიპებსა და არახელსაყრელ ფიზიკურ გარემოში. ბევრ მათგანს ელემენტარული ინფორმაციაც კი არ გააჩნია საკუთარი მდგომარეობის შესახებ.

იშვიათი და ხშირად შეუსაბამოა სარეაბილიტაციო სერვისები, სკოლებს უჭირთ საგანმანათლებლო საჭიროებების მრავალფეროვნებასთან გამკლავება. ნაცვლად განვითარებისა და საზოგადოების სრულყოფილ ნაწილად გახდომისა, შშმ პირები კვლავ არიან დამალულნი, სხვებზე დამოკიდებულნი და არ ეძლევათ პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.

Providing tools-1000×600
Envisioning a world-1000×600

რწმენა,
ისეთი გარემოს შექმნისა,

სადაც ყველას ექნება წვდომა ხარისხიან განათლებასა და მომსახურებაზე.

MAC Georgia — ში ვიზიარებთ შემდეგ შეხედულებებს:

    • წვდომა — შესაფერის სერვისებზე წვდომა და კვალიფიციური პროფესიონალების დახმარება საშუალებას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი;
    • დაბანდება — ადამიანის განათლებაში ინვესტიციის ჩადება, ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე იქონიებს დადებით გავლენას;
    • სტანდარტიზირება — შეფასების  ინსტრუმენტების თარგმნა და ნორმირება გვეხმარება საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებაში.