ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია იწყება ფსიქოლოგი, ეკონომისტი, ინჟინერი და მშვიდობის კორპუსის მოხალისედან.
2004 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, ქალაქ თბილისში, საგანმანათლებლო ფსიქოლოგ ქეთი მაკლეინს, გააცნეს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჯერემი გასკილი. იმ მომენტისათვის ჯერემი ეხმარებოდა მასწავლებელთა მცირე ჯგუფს დასავლეთ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისათვის სერვისების შექმნაში. იცოდა რა, რომ ძალზედ რთული საქმე იყო და შეიტყო რა ქეთის გამოცდილების შესახებ, ჯერემიმ ქეთი სტუმრად მიიწვია.
და ქეთიმაც არ დააყოვნა ვიზიტი. სტუმრობისას ქეთი შეეჯახა მწარე რეალობას: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საკუთარ სახლებში იყვნენ გამოკეტილნი; სასოწარკვეთილი მშობლები მოწყვეტილნი იყვნენ ყოველგვარ მხარდაჭერასა და ინფორმაციას; საერთოდ არ არსებობდა შესაბამისი სერვისები და ადაპტირებული აღჭურვილობა. ქეთიმ გადაწყვიტა ემოქმედა და სწორედ ამ მიზნით ხელმეორედ განახორციელა ვიზიტი და ამჯერად მას თან ახლდა მისი მეუღლე როი საუსვორსი (ეკონომისტი) და ახლო მეგობარი რეზო ჩინჩალაძე (ინჟინერი). ჩამოყალიბდა პარტნიორობა და ოთხი პირისგან შემდგარი ჯგუფი შეუდგა ხანგრძლივი და ნელი პროცესის განხორციელებას: ბავშვების შეფასებას, მშობელთა განათლებასა და მიზნობრივი სერვისების შემოღებას.

ორგანიზაცია, რომელმაც საქმიანობა დაიწყო იმ მოტივით, რომ რაღაც სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო და რომელიც დღესდღეისობით ცნობილია MAC Georgia-ს სახელით (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის - McLain Association for Children, Georgia), თავის არსებობას ცნობადს ხდის საქართველოს მასშტაბით. მათი ძალისხმევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ასობით ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა სახის დახმარების მიღებაში. უთვალავმა მშობელმა, მასწავლებელმა და სერვისების მიმწოდებელა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო უაღრესად საჭირო ცოდნა და მხარდაჭერა.
ნებისყოფით, შეუპოვრობითა და ბევრი ადამიანის დახმარებით, მათ შორის ორგანიზაციის პერსონალისა და პარტნიორების ძალისხმევით, MAC Gerogia რეალურად ცვლის არსებულ სიტუაციას. 

იგი მუშაობს ისეთი საქართველოს შექმნისათვის, სადაც ყველას, მიუხედავათ მათი შესაძლებლობებისა, ექნება წვდომა იმ რესურსებსა და მხარდაჭერაზე, რაც საჭიროა მათთვის სრული პოტენციალის გამოსავლენად.

Spread the love

Tell us what you think