ჩვენი ტრენინგები სკოლებისთვის

ჩვენ მიგვაჩნია, რომ შშმ ბავშვები და მოზრდილები იმავე გარემოში უნდა იღებდნენ განათლებას, მუშაობდნენ და თამაშობდნენ, რაშიც ყველა სხვა პირი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინკლუზიურობის დანერგვა საზოგადოებაში მოითხოვს შესაბამის განათლებას, რათა შეიცვალოს კულტურა, შეხედულებები, ქცევები და სტანდარტული პრაქტიკა. ჩვენი, როგორც მულტიდისციპლინური ექსპერტთა ჯგუფის ვალდებულებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ისევე როგორც იმ ხალხის, ვინც მათთან ცხოვრობს და მუშაობს, სწავლება და მომსახურება. ოჯახები, მომვლელები, პედაგოგები, დამსაქმებელნი, მეგობრები და ბენეფიციარები - ჩვენ ვთანამშროლობთ ყველასთან!

დღეების/საათების რაოდენობაs: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი განიხილავს პრობლემური ქცევის საკითხებს და გთავაზობთ ქცევის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს. ამ ტრენინგს ჩვენ ვურჩევთ მშობლებს, ოჯახის წევრებს, პედაგოგებსა და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც განათლების ან ბავშვთა დაცვის სფეროში მუშაობენ.

სერთიფიკატი: სერტიფიკატს მიიღებს ის მონაწილე, რომელიც ტრენინგის ყველა დღეს დაესწრება და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათაა არანაკლებ 80%-ს.

MAC Georgia-ს ფსიქოლოგები საქართველოს საჯარო სკოლებს სთავაზობენ უფასო რჩევებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შექმნან, მოაწყონ და აღჭურვონ სპეციალური განათლებისათვის განკუთვნილი რესურს-ოთახები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სპეციალურ პედაგოგებთან და სკოლების ადმინისტრაციებთან, რათა გათვალისწინებულ იქნას მოსწავლეთა საჭიროებები, რის შემდეგაც ჩვენ მათ მივაწვდით რეკომენდაციებს თუ რა სახის მასალები და სტრატეგიები იქნება საჭირო ისეთი ოთახის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლასა და განვითარებას.

დღეების/საათების რაოდენობა: 5 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიების განხილვას იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალური განათლების კუთხით მუშაობენ, ისევე როგორც ოჯახის წევრებისა და სხვა, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: განვითარების დარღვევები, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, სენსორული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები, ემოციური პრობლემები, ბაზისური აკადემიური უნარების სწავლება, ინდივიდულარული სასწავლო გეგმა და ქცევის მართვის სტრატეგიები.

სერთიფიკატი: სერთიფიკატებს მიიღებენ ის მონაწილეები, რომლებიც მთლიანი ტრენინგის მინიმუმ 90%-ს დაესწრებიან და ფინალურ გამოცდაზე მიიღებენ ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 4 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   აღნიშნული ტრენინგი ინკლუზიური განათლების ტრენინგის მსგავსია, თუმცა იგი მორგებულია 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სფეციფიურ საჭიროებზე და სწორედ ამიტომ იდეალურია საბავშვო ბაღებისა და ადრეული ინტერვენციის პროფესიონალთათვის. სტანდარტული ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, აღნიშნული ტრენინგი ყურადღებას ამახვილებს განვითარების ნორმებსა და დარღვებზე, თამაშსა და ბავშვის განვითარებაზე, ემოციურ პრობლემებსა და ქცევის მართვის სტრატეგიებზე.

სერთიფიკატი: სერთიფიკატები მიენიჭებათ იმ მონაწილეებს, რომლებიც დაესწრებიან ტენინგის თითოეულ დღეს და ფინალურ ტესტში მიიღებენ ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დრეში

აღწერილობა: ტრენინგის პირველი დღე ეთმობა სენსორული ინტეგრაციის თეორიას, სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციასა და ზოგად სტრატეგიებს/რეკომენდაციებს. მეორე დღე ეთმობა მონაწილეთათვის იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა დამზადდეს სენსორული სათამაშოები ხელთ არსებული მეორადი მასალებისგან და იმის განხილვას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს სათამაშოები სხვადასხვა აქტივობებისას. ესაა ბაზისური კურსი, რომელიც განკუთვნილია მშობლებისათვის, პედიატრიული დღის ცენტრის პერსონალისა და სხვა, პირდაპირი მოვლის მიმწოდებლებისათვის.

სერტიფიკატი: სერთიფიკატები მიენიჭებათ იმ მონაწილეებს, რომლებიც ფინალურ გამოცდაზე ქულათა არანაკლებ 80%-ს დააგროვებენ.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი ყურადღებას ამახვილებს თამაშის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე, ასევე, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთათვის ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიების გაცნობაზე. აღნიშნული, პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი პროფესიონალებს ასწავლის თამაშის ტიპებს, ინტერვენციის სტრატეგიებს კრეატიული თამაშის სტიმულირებისათვის და იმას, თუ როგორ უნდა შევიმუშაოთ სათამაშო აქტივობები.

სერთიფიკატი: სერთიფიკატით დაჯილდოვდება ყველა მონაწილე, ვინც ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 5 დღე; 4½ საათი დღეში

აღწერილობა:   აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიების განხილვას იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალური განათლების კუთხით მუშაობენ, ისევე როგორც ოჯახის წევრებისა და სხვა, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი ფარავს შემდეგ საკითხებს: განვითარების დარღვევები, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, სენსორული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები, ემოციური პრობლემები, ბაზისური აკადემიური უნარების სწავლება, ინდივიდულარული საგანმანათლებლო გეგმები და ქცევის მართვის სტრატეგიები.

სერთიფიკატი: სერთიფიკატებს მიიღებენ ის მონაწილეები, რომლებიც მთლიანი ტრენინგის მინიმუმ 90%-ს დაესწრებიან და ფინალურ გამოცდაზე მიიღებენ ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილია პედიატრიული დღის მოვლის ფროფესიონალებისა და სხვა, პირდაპირი მოვლის სერვისის მიმწოდებლებისათვის. იგი ყურადღებას ამახვილებს შშმ ბავშვებში დამოუკიდებელი და ფუნქციური უნარების განვითარებაზე. ტრენინგის მიზანია გავაძლიეროთ მომვლელის უნარები/ცოდნა, ისე, რომ მათ შეძლონ ბავშვის ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების უნარის გაუმჯობესება. ტრენინგის თემები მოიცავს:

  • ოკუპაციურ თერაპიას,
  • რეაბილიტაციას,
  • სწორად ჯდომის პოზას,
  • თამაშს,
  • დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებს,
  • ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო უნარებს,
  • მოძრაობის დიაპაზონს,
  • ფუნქციურ ტრანსფერს.

სერთიფიკატი: სერთიფიკატით დაჯილდოვდება ყველა ის მონაწილე, ვინც ტრენინგის მინიმუმ 90%-ს დაესწრება და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 4 დღე @ 4½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი შექმნილია იმ მიზნით, რომ მონაწილეებს გააცნოს გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიები კლასში. აღნიშნული კურსი ყურადღებას ამახვილებს ინდივიდუალური სასაწავლო გეგმების შემუშავებაზეც. ძირითადი ყურადღება ეთმობა კითხვის, წერისა და არითმეტიკის სწავლებას; ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს, შეაფასონ მათი მოსწავლეების დასწავლის დონე და საჭიროების მიხედვით, შეადგინონ და შექმნან ინდივიდუალური გეგმა. ტრენინგი განკუთვნილია როგორც სპეც-პედაგოგებისთვის, ასევე ზოგადად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის. იგი ასევე სასარგებლოა იმ მშობლებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმის სწავლით, თუ როგორ გაუწიონ უკეთესი მხარდაჭერა თავიანთ შვილებს აკადემიური კუთხით.

სერთიფიკატი:სერთიფიკატები მიენიჭება ყველა იმ მონაწილეს, რომელიც დაესწრება ტრენინგის ყველა დღეს და ფინალურ ტესტირებაზე მიიღებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე. 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია პროფესიონალებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ ვერბალური კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვებთან. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სურათების კომუნიკაციის სისტემის გამოყენების შესახებ. ორდღიანი ტრენინგის მანძილზე მონაწილეები დეტალურად გაივლიან აღნიშნული სისტემის თითეულ ფაზას და ისწავლიან, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80 %-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი შექმნილია კონკრეტულად პედაგოგებისა და საგანმანათლებლო სპეციალისტებისათვის. მასში ძირითადი ყურადღება ეთმობა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმების შედგენასა და განხორციელებას სკოლის შინაგანაწესის გათვალისწინებით. მონაწილეები პირველ რიგში გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებსა და ინკლუზიური განათლების შესახებ, შემდეგ კი ისინი ისწავლიან ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენისათვის საჭირო ფუნდამენტალურ პრინციპებს. ამის შემდეგ, თითოეულ მონაწილესთან ეფექტური ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შექმნაზე მუშაობისას, ჩვენ მათ ვთავაზობთ პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ რჩევებს, რასაც მოსდევს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორაა უკეთესი მისი განხორციელება.

სერთიფიკატი: სერთიფიკატები მიენიჭებათ იმ მონაწილეებს, რომლებიც დაესწრებიან ტენინგის თითოეულ დღეს და ფინალურ ტესტში მიიღებენ ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია მშობლების, პედიატრიული ზრუნვის დღის ცენტრების პერსონალისა და სხვა, პირდაპირი მოვლის სერვისის მიმწოდებლებისათვის. აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავს მათთვის კონკრეტული უნარების სწავლებას, რათა შეძლონ ბავშვისა თუ ზრდასრულისათვის მისთვის შესაბამისი ზომისა და ფორმის ეტლის შერჩევა. მასში განხილულია ზოგადი ინფორმაცია ეტლების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შშმ პირის ზომების აღება ეტლისათვის, ოპტიმალური ჯდომის პოზიცია და ეტლის ზოგადი ადაპტაციები.

Spread the love

Tell us what you think