ჩვენი გრანტები

რამდენიმე იდეაში ფულის დაბანდება, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის

დროთა განმავლობაში ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ათასობით შშმ ბავშვისა და ზრდასრულთა ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული ორგანიზაციის ძალისხმევით. პრობლემების გადაწყვეტა იწყება საფუძველიდან, ინდივიდუალური პიროვნებიდან და აღნიშნულ პროცესს სჭირდება დრო და ბევრი ადამიანის ძალისხმევა. გადაწყვეტილების ძებნის პროცესი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, თუკი შეზღუდულია რესურსები და პროექტების განხორციელების გამოცდილება. ამის მოსაგვარებლად ჩვენ შევქმენით მცირე გრანტების პროგრამა . აღნიშნული პროგრამის მიზანია ინოვაციური იდეების ხორცშესხმა საქართველოს მასშტაბით.

2015 წლიდან მოყოლებული, 30-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა MAC Georgia-ს მიერ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. შშმ პირთა და მათი ოჯახების მხრდაჭერისკენ მიმართული პროექტების განაცხადებს მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ. პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც გამიზნულია საქართველოს სოფლებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ MAC Georgia - ს მცირე გრანტების პროგრამების მენეჯერს თემუკა გიგაურს: temuka.gigauri@macgeorgia.org.

მაკ-ის 2022 წლის მცირე საგრანტო პროგრამა დასრულებულია.

მადლობას ვუხდით ყველას ვინც დაინტერესდა ჩვენი პროგრამით. ჩვენ ვგეგმავთ პროგრამის განახლებას 2023 წელს. პროექტთან დაკავშირებული სიახლეებისთვის გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ გვერდს.

Spread the love

Tell us what you think