ჩვენი ფსიქო-საგანმანათლებლო სერვისები

ჩვენ მიგვაჩნია, რომ შშმ ბავშვები და მოზრდილები იმავე გარემოში უნდა თამაშობდნენ, იღებდნენ განათლებას და მუშაობდნენ, სადაც ყველა სხვა პირი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში ინკლუზიის დანერგვა  მოითხოვს შესაბამის განათლებას, რათა შეიცვალოს კულტურა, შეხედულებები, ქცევები და სტანდარტული პრაქტიკა. ჩვენი, როგორც მულტიდისციპლინური ექსპერტთა ჯგუფის ვალდებულებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მათთან მომუშავე პირებთან (ოჯახები, მომვლელები, პედაგოგები, დამსაქმებელნი, მეგობრები) თანამშრომლობა, მათი სწავლება და მომსახურება.

გაძლიერება და ხელშეწყობა

შეფასება და რეკომენდაციები

ჩვენ ვაძლიერებთ ბავშვებზე ზრუნვას მათი შეფასების მეშვეობით, რათა რაც შეიძლება მეტი შევიტყოთ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესახებ. ამის საფუძველზე, ჩვენ ვადგენთ გეგმებს, რათა: (1) დავეხმაროთ მშობლებს უკეთ გაიგონ და იურთიერთონ ბავშვთან; (2) დავეხმაროთ მასწავლებლებს უკეთესი მხარდაჭერა გაუწიონ თავიანთ მოსწავლეებს და (3) დავეხმაროთ მომვლელებს უკეთ იზრუნონ შშმ პირებზე. ეს ეხება ბავშვის მთელ გარემოცვას, ოჯახს, მასწავლებლებს და აღმზრდელებს/მომვლელებს - განსაკუთრებით კი თვითონ ბავშვს.

ცნობიერების ამაღლება

სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება

ჩვენ ვაძლიერებთ საუნივერსიტეტო პროგრამებს, ვთავაზობთ რა კლინიკურ პრაქტიკას სტუდენტებს, რომლებიც ნასწავლ თეორიას პრაქტიკაში ნერგავენ ჩვენი პარტნიორი დღის ცენტრებისა და სარეაბილოტაციო ცენტრ - Health Palace-თან თანამშრომლობის პირობებში. გარდა ამისა, ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შევიმუშავეთ და ახლა ონლაინ რეჟიმში ვთავაზობთ სტუდენტებსა და პროფესიონალებს პრობლემური ქცევის მართვის და სხვა კურსებს.

გაზიარება

მხარდამჭერი კავშირები

ჩვენ გვჯერა იმის, რომ შევქმნით სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოებას და გვჯერა იმ იდეისაც, რომ ზრუნვის/მოვლის  ხარისხი საქართველოს მასშტაბით უფრო სწრაფად ამაღლდება, თუკი ყველანი ერთიანი ძალისხმევით ვიმუშავებთ. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს ერთმანეთისათვის  შეფასების ინსტრუმენტებისა და ცოდნის გაზიარებას. მაგალითად, „მაკ ჯორჯიამ“ მოახდინა პირველი არავერბალური ინტელექტის ტესტის ნორმირება და წარდგენა საქართველოში. აღნიშნული ინსტრუმენტი შემდგომ შევთავაზეთ გამოსაყენებლად განათლების სამინისტროსა და ხვა პროფესიონალებს.

სერვისები

„მაკ“-ის ფსიქოლოგები ახდენენ სხვადასხვა ტიპის განსაკუთრებული საჭიროებების და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებას. განსკუთრებული სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათი სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენისათვის. შეფასებების საფუძველზე, ჩვენ ვთავაზობთ რეკომენდაციებს მშობლებსა და მომსახურების მიმწოდებლებს სწავლებისა და ქცევის მართვის ეფექტური სტრატეგიების შესახებ. ჩვენ უანგაროდ ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებას საქართველოში არსებულ დღის ცენტრებს, ისევე, როგორც იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავლების დონეც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

„მაკ ჯორჯია“-ის ფსიქოლოგები უფასო კონსულტაციებს უწევენ საქართველოს საჯარო სკოლებს თუ როგორ უნდა დაგეგმონ, შექმნან და აღჭურვონ სპეციალური განათლების რესურს-ოთახები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სპეციალურ პედაგოგებთან და სკოლების ადმინისტრაციებთან, რათა გათვალისწინებულ იქნას მოსწავლეთა საჭიროებები, რის შემდეგაც ჩვენ მათ მივაწვდით რეკომენდაციებს თუ რა სახის მასალები და სტრატეგიები იქნება საჭირო ისეთი ოთახის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლასა და განვითარებას.

„მაკ ჯორჯია“მაკი ეხმარება თქვენს ბავშვს წარმატების მიღწევაში, როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის გარეთ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, თქვენს ბავშვთან და მის სკოლასთან იმ მიზნით, რომ შევქმნათ თქვენი ბავშვის ძლიერი მხარეების სრულყოფილი სურათი, რის საფუძველზეც შევიმუშავებთ მის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს. ჩვენ ყოველმხრივ მზად ვართ ამ კუთხით დაგეხმაროთ.
ზუსტი და შესაფერისი სამოქმედო გეგმის შერჩევა ძალზედ მნიშვნელოვანია და „მაკ“-იც აცნობიერებს, თუ რამდენად გადამწყვეტი როლი აკისრია თანმიმდევრულობას მოსწავლესა და სპეციალისტს შორის, წარმატებული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. „მაკ“-ი ისწრაფვის იმისაკენ, რომ თითოეულ ბავშვს მისთვის შესაფერისი მხარდაჭერის სპეციალისტი შეურჩიოს. „მაკ“-ის სპეციალისტები, რომლებიც თავისი სფეროს პროფესიონალები არიან, მუდმივად იღებენ მხარდაჭერასა და ინსტრუქტაჟს ჩვენი საერთაშორისო გუნდისგან და რესურსებიდან. მიუხედავად იმისა, იქნება ეს კლასს შიგნით თუ კლასს გარეთ სერვისი, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან დაეხმარონ თქვენს შვილს.

ტრენინგები

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი იკვლევს განიხილავს ქცევით პრობლემებს და გაგაცნობთ ქცევის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს. აღნიშნული ტრენინგი რეკომენდირებულია მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, პედაგოგების და ყველა იმ პროფესიონალისთვის/პარაპროფესიონალისთვის, რომლებიც საქმიანობენ ბავშთა განათლების და/ან ბავშვთა დაცვის სფეროში.

სერთიფიკატი: ტრენინგის სერთიფიკატების მისაღებად აუცილებელია მონაწილე დაესწროს ტრენინგის ყველა დღეს და ფინალურ ტესტირებაზე დააგროვოს ქულათა არანაკლებ 80%.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 8 საათი

აღწერილობა: აღნიშნული ტრეინგი, რომელიც შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობების სფეროს არასპეციალისტებისათვის, იდეალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, აღნიშნული სფეროს საჭიროებების უკეთ გაგებისათვის. მთელი კურსის განმავლობაში, რომელიც ერთი დღე გრძელდება, ჩვენ განვიხილავთ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, სპეციფიურ სამედიცინო საჭიროებებს, სენსორულ დარღვევებს, ემოციურ პრობლემებს და ადაპტურ მოწყობილობებს.

სერთიფიკატი: სერთიფიკატი გადაეცემა ყველა ის მონაწილეს, ვინც ტრენინგის დღეს სრულად დაესწრება.

დღეების/საათების რაოდენობა: 5 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:  აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიების განხილვას იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალური განათლების კუთხით მუშაობენ, ისევე როგორც ოჯახის წევრებისა და სხვა, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: განვითარების დარღვევები, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, სენსორული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები, ემოციური პრობლემები, ბაზისური აკადემიური უნარების სწავლება, ინდივიდულარული სასწავლო გეგმა და ქცევის მართვის სტრატეგიები.

სერთიფიკატი: სერთიფიკატებს მიიღებენ ის მონაწილეები, რომლებიც მთლიანი ტრენინგის მინიმუმ 90%-ს დაესწრებიან და ფინალურ გამოცდაზე მიიღებენ ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 4 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი ინკლუზიური განათლების ტრენინგის მსგავსია, თუმცა, იგი მორგებულია 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციფიურ საჭიროებზე და სწორედ ამიტომ იდეალურია საბავშვო ბაღებისა და ადრეული ინტერვენციის პროფესიონალთათვის. სტანდარტული ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, აღნიშნული ტრენინგი ყურადღებას ამახვილებს განვითარების ნორმებსა და დარღვებზე, თამაშსა და ბავშვის განვითარებაზე, ემოციურ პრობლემებსა და ქცევის მართვის სტრატეგიებზე.

სერთიფიკატი: სერთიფიკატები მიენიჭებათ იმ მონაწილეებს, რომლებიც დაესწრებიან ტენინგის თითოეულ დღეს და ფინალურ ტესტში მიიღებენ ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი შექმნილია კონკრეტულად პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისათვის. მასში ძირითადი ყურადღება ეთმობა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმების შედგენასა და განხორციელებას. მონაწილეები პირველ რიგში გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებსა და ინკლუზიური განათლების შესახებ, შემდეგ კი ისინი ისწავლიან ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენისათვის საჭირო ფუნდამენტალურ პრინციპებს. ამის შემდეგ კი, თითოეულ მონაწილესთან ეფექტური ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შექმნაზე მუშაობისას, ჩვენ მათ ვთავაზობთ პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ რჩევებს, რასაც მოსდევს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორაა უკეთესი მისი განხორციელება.

სერთიფიკატი: სერთიფიკატები მიენიჭებათ იმ მონაწილეებს, რომლებიც დაესწრებიან ტენინგის თითოეულ დღეს და ფინალურ ტესტში მიიღებენ ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: პირველი ნაწილი: 4 დღე, 4 ½ საათი დღეში - მეორე ნაწილი: 3 დღე; 4 ½ საათი დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი აკრედიტებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ის განკუთვნილია ახლად ჩამოყალიბებული დღის ცენტრებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ გამოცდილება და მოქმედი დღის ცენტრებისათვის, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ საერთო ცოდნა და სერვისების მიწოდების ხარისხი. ტრენინგი შედგება ორი ნაწილისგან და დღის ცენტრის თანამშრომლებს აწვდის ფუნდამენტალურ ცოდნასა და უნარებს, რაც საჭიროა შშმ ბავშვებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებისათვის. შვიდდღიანი ინტენსიური ტრენინგ-პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა - ბავშვის უფლებათა კონვენცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია. მონაწილეები, ასევე, მიიღებენ ინსტრუქციებს შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: განვითარების დარღვევები და ნორმები, სენსორული დეფიციტი, ინდივიდუალური გეგმის შემუშავება/განხორციელება, აბილიტაციისა და რეაბილიტაციის სტრატეგიები, შემთხვევების მართვა, ქცევითი და ემოციური პრობლემები, ქცევის მართვის სტრატეგიები, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარება, სენსორული ინტეგრაციის მეთოდები და ჯდომა და პოზიცირება.

სერთიკატი: სერთიფიკატები მიენიჭება ყველა იმ მონაწილეს, რომელიც დაესწრება ტრენინგის ყველა დღეს და ფინალურ ტესტირებაზე მიიღებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 4 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი შექმნილია იმ მიზნით, რომ მონაწილეებს გააცნოს გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიები. აღნიშნული კურსის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ეთმობა კითხვის, წერისა და არითმეტიკის სწავლებას, ასევე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპებს. ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს, შეაფასონ მათი მოსწავლეების დასწავლის დონე, მიუხედევათ მათი შესაძლებლობებისა და შემდეგ, საჭიროებისდა მიხედვით, შეადგინონ და განახორციელონ ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმა. ტრენინგი განკუთვნილია როგორც სპეც-პედაგოგებისთვის, დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის. იგი ასევე სასარგებლოა იმ მშობლებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ, თუ როგორ გაუწიონ უკეთესი მხარდაჭერა შვილებს აკადემიური მოსწრების კუთხით.

სერთიფიკატი: სერთიფიკატები მიენიჭება ყველა იმ მონაწილეს, რომელიც დაესწრება ტრენინგის ყველა დღეს და ფინალურ ტესტირებაზე მიიღებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დისტანციური (ონლაინ) ტრენინგები

სესიების რაოდენობა: 5

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი განიხილავს პრობლემურ ქცევებს და მონაწილეებს აცნობს ქცევის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს. იგი რეკომენდირებულია მშობლების, ოჯახის წევრების, პედაგოგებისა და განათლებისა და/ან ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. ყოველ სატრენინგო სესიას მოსდევს კითხვები, რომლებზე პასუხებიც არანაკლებ 70%-ის სიზუსტით უნდა გაეცეს, რათა მონაწილე შემდეგ სატრენინგო სესიაზე გადავიდეს. ხუთივე ნაწილის და მათი შეკითხვების გავლის შემდეგ, მონაწილეებს უსწევთ ფინალური გამოცდის ჩაბარება.

სერთიფიკატი: სერთიფიკატს მიიღებს ყველა ის მონაწილე, რომელიც ფინალურ გამოცდაზე ქულათა არანაკლებ 80%-ს მიიღებს.

სესიების რაოდენობა: 13

აღწერილობა:   აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიების განხილვას იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალური განათლების კუთხით მუშაობენ. ტრენინგი მნიშნვნელოვანია ისევე შშმ პირთა ოჯახის წევრებისა და სხვა აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი იკვლევს შემდეგ საკითხებს: განვითარების დარღვევები, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, სენსორული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები, ემოციური პრობლემები, საწყისი აკადემიური უნარების სწავლება, ინდივიდულარული საგანმანათლებლო გეგმები და ქცევის მართვის სტრატეგიები. ყოველ სესიას მოსდევს კითხვები, რომელთაც პასუხები არანაკლებ 70%-ის სიზუსტით უნდა გაეცეს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ შემდეგ სატრენინგო სესიაზე გადასვლას. ტრენინგის ყველა ნაწილისა და შეკითხვების გავლის შემდეგ, მონაწილეები გადიან ფინალურ გამოცდას.

სერთიფიკატი: სერთიფიკატს მიიღებს ყველა ის მონაწილე, რომელიც ფინალურ გამოცდაზე ქულათა არანაკლებ 80%-ს მიიღებს.