ჩვენი ოკუპაციური თერაპია

ოკუპაციური თერაპია არის ჯანმრთელობის დამხმარე სპეციალობა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კეთილდღეობის და ჯანმრთელობის ხარისხის გაზრდაზე ყოველდღიურ საქმიანობებში თანამონაწილეობის გზით.
მაკ ჯორჯიას ოკუპაციური თერაპევტები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სერვისების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით პროფესიონალთათვის, ბენეფიციართათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ჩვენი გუნდი ხელს უწყობს როგორც განათლებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის გაძლიერებას.
ოკუპაციური თერაპიის სერვისი მოიცავს როგორც ტრენინგებს, ისე ბენეფიციართა შეფასებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციების მიწოდებას, ადაპტაციური საშუალებების შერჩევა/მორგებას და კონსულტაციებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშსაწყობად.

ტრენინგები

პროფესიონალებისათვის

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე. 4½ საათი დღეში

აღწერილობა:  ტრენინგი ორიენტირებულია ასაკთან დაკავშირებული სირთულეებისა და მასთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიების/მეთოდების სწავლების ხელშეწყობაზე და მოიცავს შემდეგ საკითხებს: დაცემის პრევენცია, ინსულტი, დიაბეტი, დემენცია, ალცჰაიმერი, ნაწოლების პრევენცია, კვება, მობილობა და დამხმარე საშუალებების გამოყენება.
სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს

საათების/დღეების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა:აღნიშნული ტრენინგი ყურადღებას ამახვილებს თამაშის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე, ასევე, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთათვის ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიებზე. აღნიშნული, პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი პროფესიონალებს ასწავლის თამაშის ტიპებს, ინტერვენციის სტრატეგიებს კრეატიული თამაშის სტიმულირებისათვის და იმას, თუ როგორ უნდა შევიმუშაოთ სათამაშო აქტივობები.

სერთიფიკატი: სერთიფიკატით დაჯილდოვდება ყველა მონაწილე, ვინც სრულად დაესწრება ტრენინგის დღეს და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების რაოდენობა: 2 დღე. 4½ საათი დღეში

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია დღის ცენტრისა და სხვა სერვისის მიმწოდებელ პროფესიონალთათვის და ორიენტირებულია ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ოკუპაციური თერაპიის მიმოხილვა, რეაბილიტაცია, სწორი პოზა ჯდომისა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის დროს, თამაში და მისი მნიშვნელობა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და ფუნქციური ტრანსფერები.

სერთიფიკატები: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე. 4½ საათი დღეში

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია დღის ცენტრისა და სხვა სერვისის მიმწოდებელ პროფესიონალთათვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ეცნობიან დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობას, იღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა ეფექტურად ჩართონ ბენეფიციარები ყოველდღიურ საქმიანობებში.
სამი დღის განმავლობაში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას კურსის შინაარსისა და მასალების შესახებ, იძენებ უნარ-ჩვევებს თუ როგორ უნდა წარმართონ თითოეული მოდული, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია სესიებად.
კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს: უსაფრთხოებისთვის საჭირო უნარები, პირადი ჰიგიენა, ჩაცმა/გახდა, ფულის მენეჯმენტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, კომუნიკაცია.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე. 4½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მოიცავს შემდეგ საკითხებს: პირის ღრუს ანატომიური აგებულება, წოვის/ღეჭვის/ყლაპვის დროს არსებული სირთულეები და მასთან გამკლავების სტრატეგიები. ტრენინგი ასევე მოიცავს სწორი პოზის შერჩევას კვების დროს, კვებისთვის საჭირო სპეციფიკური ჭურჭლისა და დამხმარე საშუალებების შერჩევა/გამოყენებას, პირის ღრუს მარტივ სტიმულაციას და სხვა დახმარების სტრატეგიების გამოყენების სწავლებას კვების პროცესში.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე. 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია პროფესიონალებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ ვერბალური კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვებთან. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სურათების კომუნიკაციის სისტემის გამოყენების შესახებ. ორდღიანი ტრენინგის მანძილზე მონაწილეები დეტალურად გაივლიან აღნიშნული სისტემის თითეულ ფაზას და ისწავლიან, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80 %-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 1დღე. 4½ საათი დღეში

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო სფეროში მომუშავეთათვის და მოიცავს ნაწოლებისა და მათი პრევენციის ზოგად მიმოხილვას. ტრენინგი მოიცავს ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოხდეს ნაწოლების პრევენცია და/ან იდენტიფიკაცია და თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი პოზირება შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად.

სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება ტრენინგს და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი ყურადღებას ამახვილებს მანუალური თერაპიისა და ფიზიოთერაპიის უნარების გაძლიერებაზე, რელევანტური და მოქმედი კლინიკური უნარებისა და სტრატეგიების გამოყენების გზით. კურსი მოიცავს გაცნობით ნაწილს ანატომიის, კუთებისა და სახსრების შესახებ, რასაც მოსდევს პრაქტიკული ინსტრუქციები სხვა მიმართულებებით, მათ შორის მოძრაობათა დიაპაზონის ვარჯიშები და აქტივობები.

სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება ყველა იმ მონაწილეს, ვინც სრული ტრენინგის სულ მცირე 90%-ს დაესწრება და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი დღეში

აღწერილობა: აღნიშნული შუალედური სენსორული ინტეგრაციის კურსი ყურადღებას ამახვილებს ზოგადი სენსორული ინტეგრაციის თეორიაზე, სენსორული ინტეგრაციის კონცეფციფციებსა და ინტერვენციის პროცესში სენსორული ინტეგრაციის ელემენტების ჩართვაზე. კურსის გავლისათვის აუცილებელია მონაწილე ფლობდეს გარკვეულ ცოდნას აღნიშნულ სფეროში. კურსი განკუთვნილია სარეაბილიტაციო პროგრამების პროფესიონალებისათვის, როგორიცაა: ABA (ქცევის ანალიზზე დაფუძნებული) თერაპევტები, მეტყველების თერაპევტები, ფიზიოთერაპევტები, დამხმარე სპეციალისტები და ფსიქოლოგები.

სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება ყველა იმ მონაწილეს, ვინც სრული ტრენინგის სულ მცირე 90%-ს დაესწრება და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი სამედიცინო ან კლინიკურ სფეროს ნებისმიერ პროფესიონალს სთავაზობს გადაადგილეიბისათვის საჭირო თითოეული დამხმარე მოწყობილობის დანიშნულებისა და გამოყენების მიმოხილვას.

სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება ტრენინგს და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი არის პრაქტიკული ხასიათის და მონაწილეებს გააცობს ტრანსფერების ტიპებს, სტრატეგიებს და თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური სტრესის მინიმუმამდე შემცირება იმ პროვნებისათვის, რომელიც ახდენს გადაყვანას. იგი განკუთვნილია სამედიცინო ან კლინიკური სფეროს ნებისმიერი სპეციალისტისა და ოჯახის წევრების/მომვლელებისათვის, რომლებიც ურთიერთობენ იმ პირთან, რომელსაც საჭიროებს დახმარება გადაადგილებაში.

სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება ყველა იმ მონაწილეს, ვინც სრული ტრენინგის სულ მცირე 90%-ს დაესწრება და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია სამდიცინო და ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალთათვის. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ეტლში სწორად ჯდომის ძირითად პრინციპებს, მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პირებისთვის ეტლის შერჩევა, სწორად შეფასება, ზომების აღება და მარტივი ადაპტაციების გამოყენებით სწორად ჯდომის ხელშეწყობა.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80 %-ს.

ტრენინგები

მზრუნველთა და აღმზრდელთათვის

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე ; 4½ საათი დღეში

აღწერილობა: ტრენინგის პირველი დღე ეთმობა სენსორული ინტეგრაციის თეორიას, სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციასა და ზოგად სტრატეგიებს/რეკომენდაციებს. მეორე დღე ეთმობა მონაწილეთათვის იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა დამზადდეს სენსორული სათამაშოები ხელთ არსებული მეორადი მასალებისგან და იმის განხილვას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს სათამაშოები სხვადასხვა აქტივობებისას. ესაა ბაზისური კურსი, რომელიც განკუთვნილია მშობლებისათვის, პედიატრიული დღის ცენტრის პერსონალისა და სხვა, უშუალო მომვლელებისათვის.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილია შშმ პირთა ოჯახის წევრებისა და ყველა სხვა, საკითხით დაინტერესებული პირისათვის. მასში ყურადღება გამახვილებულია დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების შეძენა/გაუმჯობესებაზე და მონაწილებს აწვდის იმ ინსტრუმენტებს, რაც საჭიროა შშმ პირთა დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ ფუნქციონირების გაუმჯობესება და ყოველდღიურ აქტივობებში დამოუკიდებლობის დონის მაქსიმიზაცია. ტრენინგი მონაწილეებს სთავაზობს პრაქტიკულ სეანსებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი უნარების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. ყველა მონაწილეს მოეთხოვება აქტიური მონაწილეობა და ინტენსიური ჯგუფური მუშაობა.

დღეების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი

აღწერილობა: აღნიშნული პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი, რომელიც განკუთვნილია მომვლელთათვის, ყურადღებას ამახვილებს ბაზისურ მოძრაობათა დიაპაზონის ვარჯიშებზე, რომელთა შესრულება სახლის პირობებშია შესაძლებელი. ტრენინგის კურსი მიმოიხილავს აღნიშნული სავარჯიშოების დანიშნულებასა და სარგებელს, ვარჯიშის შესრულებაში დამხმარე პირის ხელებისა და სხეულის მდგომარეობას და ვარჯიშებს სხეულის თითოეული ნაწილისათვის. აღნიშნული ტრენინგი რეკომენდირებულია შშმ პირის ოჯახის წევრის ან უშუალოდ შშმ პირთან მომუშავე მომვლელისათვის.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: ეს ბაზისური, პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი ყურადღებას ამახვილებს მშობლებზე, რომლებიც უშუალოდ თავიანთ შვილებთან მუშაობენ, რათა მათ შეძლონ სპეციფიური სენსორული აქტივობების დაგეგმვა და სათამაშოების დამზადება. აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავს მშობლების განათლებას სენსორული ინტეგრაციის აქტივობების შესახებ, რათა დავეხმაროთ მათ სპეციფიკური საჭიროებების დადგენაში და მივცეთ რეკომენდაციები თუ რა გზითაა უკეთესი მათი შვილების აქტივობებში ჩართვა, რათქმაუნდა მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დაამზადებენ სხვადასხვა ტიპის სენსორულ სათამაშოს ხელთ არსებული იაფი მასალების გამოყენებით.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი ასწავლის შშმ პირის/ბავშვის ოჯახის წევრებს თუ როგორ უნდა განსაზღვრონ ეტლის შესაბამისი ზომა/ფორმა. ასევე მიმოხილულია ეტლის ზოგადი მახასიათებლები, ოპტიმალური ჯდომის პოზიცია და ეტლის ზოგადი ადაპტაციები.