ჩვენი გრანტები

რამდენიმე იდეაში ფულის დაბანდება, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის

დროთა განმავლობაში ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ათასობით შშმ ბავშვისა და ზრდასრულთა ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული ორგანიზაციის ძალისხმევით. პრობლემების გადაწყვეტა იწყება საფუძველიდან, ინდივიდუალური პიროვნებიდან და აღნიშნულ პროცესს სჭირდება დრო და უამრავი ადამიანის ძალისხმევა. გადაწყვეტილებების ძებნის პროცესი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, თუკი შეზღუდულია რესურსები და პროექტების განხორციელების გამოცდილება. ამის მოსაგვარებლად ჩვენ შევქმენით მცირე გრანტების პროგრამა . აღნიშნული პროგრამის მიზანია ინოვაციური იდეების ხორცშესხმა საქართველოს მასშტაბით.

2015 წლიდან მოყოლებული, 20-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა MAC Georgia-ს მიერ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. შშმ პირთა და მათი ოჯახების მხრდაჭერისკენ მიმართული პროექტების განაცხადებს მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ. პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც გამიზნულია საქართველოს სოფლებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ MAC Georgia - ს მცირე გრანტების პროგრამების მენეჯერს თემუკა გიგაურს: temuka.gigauri@macgeorgia.org.

საგრანტო განაცხადი:

შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრთა გაძლიერება.

გრანტის დეტალები

MAC Georgia გთავაზობთ 2000 აშშ დოლარის (ეკვივალენტური ლარში) მოცულობის მცირე გრანტებს; განაცხადების წარდგენა შესაძლოა 12 თვის განმავლობაში და მიიღება რეგულარულად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პროცესმა გრანტის ჩაბარებიდან საბოლოო პასუხის მიღებამდე შესაძლოა გასტანოს 3 თვის მანძილზე.

ჩვენ გვსურს რომ საგრანტო თანხის უმეტესი წილი მოხმარდეს პროექტის აქტივობებს, აპლიკაციები რომელთა ადმინისტრაციული ხარჯები აღემატება მოთხოვნილი თანხის 20%-ს ნაკლებად სავარაუდოა რომ დაფინანსდეს (შემდგომი ახსნა განმარტების გარეშე).

აღნიშნული გრანტის მიზანია შშმ პირებისა და/ან მათი ოჯახის წევრების გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტები თავსებადობაში უნდა იყოს საგრანტო კონკურსის თემასთან. მაგალითები მოყვანილია ქვემოთ (თუმცა, ამით არ შემოიფარგლება):

  • მხარდამჭერთა ჯგუფების შექმნა, მხარდაჭერა და განვითარება;
  • დასაქმების/შემოსავლების წყაროს შექმნა;
  • ინფორმაციის მიწოდება არსებული სერვისების/რესურსების შესახებ;
  • ღონისძიებების განხორციელება ან მომსახურების მიწოდება შშმ პირთათვის (ან მათი ჩართულობით).

გრანტი არ აფინანსებს შემდეგი სახის საქმიანობებს:

  • პროპაგანდის გაწევა;
  • ნებისმიერ კანონმდებლობაზე ან ნებისმიერი საჯარო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა;
  • პირდაპირ ან ირიბად ნებისმიერი სახის ამომრჩეველთა რეგისტრაციის კამპანია.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული კითხვები FAQs.

შემოიტანე განაცხადი

სკოლებისა და დღის ცენტრების აღჭურვა

გრანტის დეტალები

MAC Georgia გთავაზობთ 1000 ლარამდე მოცულობის მცირე გრანტებს რესურსებისა და აღწურვილობის შესაძენად, სარემონტო სამუშაოებისათვის/ადაფტირებისთვის;
განაცხადების წარდგენა შესაძლოა 12 თვის განმავლობაში და მიიღება რეგულარულად, საგრანტო თანხის გამოყენება დაუშვებელია ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად temuka.gigauri@macgeorgia.org

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
დაუკავშირდით თემოს.
მცირე გრანტების პროექტის მენეჯერს.

შემოიტანე განაცხადი