ჩვენი მიდგომა

MAC Georgia რეალურად ცვლის ყველაზე მეტად დაუცველი ადამიანების ცხოვრებას აწვდის რა მათ და მათზე მზრუნველ პირებს საჭირო რესურსებს და აძლიერებს მათ, როგორც სისტემას.

გაწვდით იმ ინსტრუმენტებს,

რომლებიც ცვლიან ადამიანთა ცხოვრებას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მილიარდ ადამიანზე მეტს (7-დან ერთს) აქვს რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა. მათი დაახლოებით 80% ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, იზოლირებაში, სტერეოტიპებსა და არახელსაყრელ ფიზიკურ გარემოში. ბევრ მათგანს ელემენტარული ინფორმაციაც კი არ გააჩნია საკუთარი მდგომარეობის შესახებ.

ძალზედ იშვიათი და ხშირად არაადეკვატურია სარეაბილიტაციო სერვისები ასეთ გარემოში. სკოლებს უჭირთ საგანმანათლებლო საჭიროებების ასეთ მრავალფეროვნებასთან გამკლავება. ნაცვლად განვითარებისა და საზოგადოების სრულყოფილ ნაწილად გახდომისა, შშმ პირები არიან კვლავ არიან დამალულნი, სხვებზე დამოკიდებულნი და არ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.

 

რწმენა, ისეთი გარემოს შექმნისა,

სადაც ყველას ექნება წვდომა ხარისხიან განათლებასა და მომსახურებაზე.

MAC Georgia - ში ჩვენ ვიზიარებთ შემდეგ შეხედულებებს:

  • წვდომა - შესაფერის სერვისებზე წვდომა  და კვალიფიციური პროფესიონალების დახმარება საშუალებას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობების პირებს სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი;
  •  დაბანდება - ადამიანის განათლებაში ინვესტიციის ჩადება, ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე იქონიებს დადებით გავლენას;
  • სტანდარტიზირება - შეფასების  ინსტრუმენტების თარგმნა და ნორმირება ქვეყნის კონტექსტის