MAC Georgia სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე დაუცველ პირებს, მათ ოჯახებსა და მათზე მზრუნველ თემის წევრებს უწევს მხარდაჭერას- განათლებასა და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობის გზით.

რას ვაკეთებთ

Psycho-educational services-3400×2500

ჩვენი ფსიქო-საგანმანათლებლო სერვისები

MAC GEORGIA-ს კვალიფიციურ ფსიქოლოგთა გუნდი, საქართველოს მასშტაბით, გთავაზობთ რამდენიმე ტიპის სერვისს. ეს მოიცავს შეფასებას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ოჯახებში, სკოლებსა და დღის ცენტრებში მუშაობით; ჩვენი გუნდი აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომელიც ხელს უწყობს მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.

ოკუპაციური თერაპია

MAC GEORGIA-ს ოკუპაციური თერაპევტების მუშაობა მოიცავს ბავშვებისა და ზრდასრულების შეფასებას, ტრენინგებს და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად.
ჩვენი გუნდის მუშაობის ძირითადი მიზანია განათლებისა და რეაბილიტაციის სფეროს წარმომადგენლების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრების გაძლიერება და ინფორმირების/განათლების ხელშეწყობა. ოკუპაციური თერაპევტები ასევე უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას რეაბილიტაცია/აბილიტაციის მნიშვნელოვნებაზე და იმ სტრატეგიებზე, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარისხის გაზრდას ყოველდღურ ცხოვრებაში.

Occupational Therapy-4000×2500
Family and Community Support-4000×2500

ოჯახისა და თემის მხარდაჭერის სერვისები

მდგრადი ცვლილებები იწყება თვითადვოკატირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ და ასევე, მათი ოჯახის წევრების ჩართულობით. MAC Georgia, ცოდნის გადაცემით და უნარების გაუმჯობესების გზით, აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ ოჯახებსა და თემის ლიდერებს.

რეგიონული სკოლების პროგრამა

2012 წლიდან MAC GEORGIA მხარს უჭერს რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს და აწვდის მათ საჭირო რესურსებს განათლების მისაღებად იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას. ჩვენი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ უფასო ინგლისური ენის გაკვეთილებს, სხვა სახის კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობას და ფინანსურ მხარდაჭერას უმაღლესი განათლების მისაღებად.

Rural Schools Program-4000×2500
Grants-4000×2500

გრანტები

MAC Georgia გასცემს გრანტებს ორგანიზაციებზე და მათზე ვისაც სურს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების ხარისხსის გაუმჯობესება თემში, მთელი წლის განმავლობაში. გთხოვთ შემოიტანოთ თქვენი სააპლიკაციო განაცხადი დღესვე ,თუ გაქვთ ინოვაციური იდეა იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირები ან მათი ოჯახის წერები.

მოდი ვითამაშოთ ერთად!

პროექტი „მოდი, ვითამაშოთ ერთად!“ ხაზს უსვამს ჩვენს უნიკალურობას, ანგრევს ბარიებსა და სტიგმას, აყალიბებს მეგობრობას - უკეთესი საზოგადოების შენების ხელშესაწობად.

Let’s Play Together-4000×2500
Shuki Movida-4000×2500

შუქი მოვიდა

MAC GEORGIAS-ს პროექტი "შუქი მოვიდა" შეიქმნა იმისთვის, რომ მოგიყვეთ ისტორიები სპეციალურ საჭიროებებზე საქართველოში იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ესა თუ ის დაბრკოლება.

ინიციატივები

MAC GEORGIAS-ს პროექტი "შუქი მოვიდა" შეიქმნა იმისთვის, რომ მოგიყვეთ ისტორიები სპეციალურ საჭიროებებზე საქართველოში იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ესა თუ ის დაბრკოლება.

Initiatives-4000×2500
Resources-2000×1250

რესურსები

MAC Georgia -ს მულტი გუნდი მუშაობს შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული, კვლევაზე დაფუძნებული, უახლესი ინფორმაციის ქართულად მოწოდებასა და ქვეყანაში არსებული სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გამარტივებაზე.

შეაღე

ონლაინ პროგრამა „შეაღე“ დაარსდა 2017 წელს. პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ, მოიძიოთ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდამჭერი სერვისების შესახებ, საქართველოს მასშტაბით.

Sheaghe-4000×2500